logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ფერმერებს თესლის ხარისხის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია მოემსახურება
ფერმერებს თესლის ხარისხის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია მოემსახურება
11:20 09.06.2020
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თესლის ხარისხის ლაბორატორიამ ISO/IEK 17025:2017/2018 სტანდარტთან შესაბამისობის აკრედიტაცია მოიპოვა, რაც ლაბორატორიის მიერ გაცემულ შედეგებს საერთაშორისო დონეზე აღიარებულს ხდის. ლაბორატორიაში ტესტირება შესაძლებელია ჩატარდეს როგორც რეგიონული სტანდარტების (გოსტ), ისე თესლის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების (ISTA) შესაბამისად.

თესლის ხარისხის ლაბორატორია 2015 წელს შეიქმნა და თანამედროვე ტექნიკითა და აპარატურით აღიჭურვა. 2015 წლიდან ლაბორატორიის თანამშრომლებმა არაერთი გადამზადება გაიარეს.

ლაბორატორიაში დიაგნოსტიკა და კვლევა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მიმდინარეობს. ლაბორატორიამ აკრედიტაციის მისაღებად საჭირო პროცედურების დანერგვა 2019 წელის დაიწყო. ამავე წელს, თესლის ტესტირების საერთაშორისო ასოციაციის (ISTA) მოთხოვნების და ნორმების შესაბამისად ჩატარდა 398 ლაბორატორიული ანალიზი.

ქვეყანაში მეთესლეობის სექტორის განვითარება და ხარისხის კონტროლის ხელშეწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სათესლე და სარგავი მასალის სერტიფიცირების კარგად ორგანიზებული სისტემა უზრუნველყოფს მომხმარებელს ხარისხიანი მასალით, რაც მოსავლიანობის და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის, კონკურენტუნარიანობის ამაღლების და ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელოვანი საფუძველია.

სათესლე მასალის სერტიფიცირება წარმოადგენს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ნაწილს და ქართველ მწარმოებელს საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობას აძლევს.

საქართველოში სათესლე მასალის სერტიფიცირების სისტემის დანერგვის პროექტი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, 2015 წლიდან დაიწყო.
ქვეყნის მასშტაბით, მარცვლეული კულტურების - ხორბლის, ქერის, სოიას, მზესუმზირის, კარტოფილის სათესლე მასალის ნებაყოფლობითი სერტიფიცირების პროცედურები 2020 წლამდე უფასოდ ხორცილდებოდა. 2018 წლიდან, ხორბლის სერტიფიცირება სავალდებულო გახდა.

სათესლე და სანერგე მასალაზე ხარისხის კონტროლის სისტემის შემოღების მიზანი ჯიშური და გენეტიკური სიწმინდის შენარჩუნება, ფერმერისთვის გენეტიკურად სუფთა სათესლე მასალის მიწოდება და მაღალხარისხიანი მოსავლის მიღების გარანტიაა. ამავე დროს, სერტიფიცირებული სისტემის შემოღება ბაზარს ფალსიფიცირებული პროდუქციისგან იცავს.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სტანდარტებისა და სერტიფიცირების სამსახურის მიერ 2015 წლიდან დღემდე შემოწმდა და ინსპექტირება ჩაუტარდა 2500 ჰა-მდე მარცვლეული კულტურების სათესლე ნაკვეთს. გაიცა ხორბლის, ქერის, სიმინდის, მზესუმზირის, სოიას და კარტოფილის თესლის პარტიებზე ჯიშობრივი ხარისხის დამადასტურებელი 142 სერტიფიკატი და 25 000-ზე მეტი სერტიფიცირებული სათესლე მასალის აღმნიშვნელი ეტიკეტი. შესწავლილია 19 სათესლე მეურნეობა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა