logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეჯაილი აქ და ახლა - თიბისი ტრანსფორმაციის 1 წელს აჯამებს
ეჯაილი აქ და ახლა - თიბისი ტრანსფორმაციის 1 წელს აჯამებს
10:03 09.06.2020
ეჯაილი მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციებში ადაპტირებული მუშაობის თანამედროვე სისტემაა, რომელიც ხელს უწყობს, ერთი მხრივ, თანამშრომლების პროფესიულ ზრდას, ხოლო, მეორე მხრივ, საუკეთესო შედეგების მიღწევას. ეჯაილის მუშაობის პრინციპი გულისხმობს გამოიყენო ის ყველა ის რესურსი და შესაძლებლობა, რომელიც კომპანიაში არის აქ და ახლა. ამ მეთოდით მუშაობისას, საერთო მიზნის ირგვლივ ერთიანდებიან სხვადასხვა კომპეტენციის თანამშრომლები, რომლებიც ერთი და იგივე ამოცანაზე ფოკუსირდებიან.

თიბისიმ ეჯაილ ტრანსფორმაცია 2019 წელს დაიწყო და ახლა, ერთი წლის თავზე ამ პრინციპით სათავო ოფისის ძირითადი ნაწილი და სრულად Iთ მიმართულება მუშაობს.

"კომპანიის სწრაფი ზრდის ფონზე, ეჯაილი განსაკუთრებულად ეფექტური მუშაობის სისტემა აღმოჩნდა. ახალმა სტრუქტურამ საშუალება მოგვცა პროცესები უფრო სწრაფად და მოქნილად გვემართა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო მასშტაბით, რაც ჩვენს შედეგებზეც აისახა. თუ იერარქიულ სისტემაში ბევრი ბიუროკრატიაა, ამ პრიციპით მუშაობა თანამშრომლებს მეტ თავისუფლებას აძლევს და ასე უფრო მეტი წარმატებული პროდუქტი და მომსახურება იქმნება, რომლებიც ჩვენს მომხმარებლებს ცხოვრებას უმარტივებს." - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

ეჯაილ ტრანსფორმაციის შედეგად თიბისის თანამშრომლების პროდუქტიულობა 17%-ით, ხოლო ბედნიერების ინდექსი 16%-ით გაიზარდა.

თანამშრომლების 30-მა %-მა, რომელმაც ეჯაილ სტრუქტურაში გადაინაცვლა, შეიცვალა პოზიცია და ახალი მიმართულებით გააგრძელა მუშაობა. კომპანიას დაემატა 170 ახალი თანამშრომელი, გადამზადდა - 590.

ტრანსფორმაცია აისახა ბიზნეს შედეგებზეც - თიბისის პროდუქტების ბაზარზე მიწოდების სიჩქარე ორჯერ გაიზარდა.

ეჯაილით მუშაობის პირობებში თიბისიმ უკვე არაერთი კამპანია განახორციელა და ბევრი პროდუქტიც დანერგა, მათ შორის: განახლებული მობაილბანკი, ციფრული ბარათი, განახლებული ინტერნეტ ბანკი იურიდიული პირებისთვის, მერჩანტ ჰაბი, Aპპლე პაყ, სტატუს დიჯიტალ სატარიფო ნაკრები...გაციფრულდა და ავტომატური გახდა ბევრი საბანკო პროცესი და ფუნქციონალი.

"ღირებულებები, რომლებიც ეჯაილ ტრანსფორმაციას თან ახლავს, განსაკუთრებულად დაგვეხმარა შეუფერხებლად გაგვეგრძელებინა მუშაობა და ეფექტურად განგვეხორციელებინა პროექტები. დელეგირებული ბიზნესპროცესების და ავტონომიის საშუალებით ეჯაილ გუნდებმა ბოლო სამ თვეში არაერთი პროდუქტი შესთავაზეს მომხმარებელს." - ინგა ყელაურაძე, თიბისის ეჯაილ ტრანსფორმაციის ლიდერი.

უახლოეს მომავალში ეჯაილ ტრანსფორმაცია გავრცელდება კომპანიის რისკების და ფინანსების მიმართულებებზე. თიბისიში ეჯაილის მომავალი პრიორიტეტები ტექნოლოგიების და კომპეტენციების განვითარება იქნება, რაც გამოიხატება ტესტისრების ავტომატიზციის, DევOპს პრაქტიკების მეტი ინტენსიურობით დანერგვასა და თანამშრომლების განვითარების სისტემური მიდგომების გაუმჯობესებაში.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა