logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
რუსლან აბაშიძე USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორს შეხვდა
რუსლან აბაშიძე USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორს შეხვდა
18:17 08.06.2020
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის დირექტორს პიტერ უიბლერს შეხვდა.

პიტერ უიბლერმა USAID-ის მიერ საქართველოში დევნილი მოსახლეობის მონაწილეობით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. შეხვედრაზე თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი და ერთობლივ პროექტებში როგორც დევნილი, ისე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობის მზადყოფნა გამოითქვა. რუსლან აბაშიძემ USAID-ის წარმომადგენელს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის, განათლების, ჯანდაცვის მიმართულებით დევნილი საზოგადოების და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროექტების განხორციელების შესაძლებლობას.

მხარეებმა ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების მასშტაბები და იქ მცხოვრები მოსახლეობის დასახმარებლად საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები და ჯანდაცვის მიმართულებით არსებული მდგომარეობა შეაფასეს.

ასევე, განიხილეს აფხაზური ენის დაცვისა და მისი პოპულარიზაციისთვის გადადგმული ნაბიჯები, საჭიროების შემთხვევაში USAID-ის წარმომადგენელმა მხარდამჭერ პროექტებში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა. ისაუბრეს აფხაზეთის საზოგადოებ ის გაერთიანების აუცილებლობაზე და დევნილ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის ფაქტორის გაძლიერებაზე.

შეხვედრას საქართველოში USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორის მოადგილე დევიდ ჰოფმანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა, ანალიტიკისა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა