logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება
18:02 08.06.2020
საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში. მათ შორის, ეწყობა წყრუთი-წირის, აწყური-ტყემლანის და გიორგიწმინდა-მუგარეთის დამაკავშირებელი გზები, ასევე სოფელ ანდრიაწმინდისა და ვალის მე-2 შახტის დასახლებაში არსებული საგზაო ინფრასტრუქტურა. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ბეტონის საფარი იგება აწყური-ტყემლანის დამაკავშირებელი გზის 1900 მეტრიან მონაკვეთზე. აღსანიშნავია, რომ პროექტი, აწყურის ციხისა და საკათედრო ტაძრის მიმდებარედ არსებული გზის მონაკვეთს მოიცავს, შესაბამისად მას ტურისტული დატვირთვაც ექნება, კეთილმოწყობილი გზით ადგილობრივებთან ერთად, ვიზიტორებიც ისარგებლებენ.

სამუშაოები გრძელდება, სოფლების - გიორგიწმინდისა და მუგარეთის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზეც. პროექტის ფარგლებში, გზის 1400 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარი დაგება მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, კეთილმოწყობილი გზით სამი სოფლის - გიორგიწმინდის, ფერსის და მუგარეთის მაცხოვრებლები ისარგებლებენ.

დასრულების ეტაპზეა სოფელ ანდრიაწმინდის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, პროექტის ფარგლებში, 1746 მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგო და ამ ეტაპზე გვერდულების მოწყობა მიმდინარეობს. შედეგად, მაღალმთიანი დასახლების მაცხოვრებლები კეთილმოწყობილი გზით სარგებლობენ.
საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ასევე აქტიურად ხორციელდება ვალეში, სადაც მეორე შახტის დასახლებაში, გზის 1 კილომეტრამდე მონაკვეთზე ბეტონის ბეტონის საფარი იგება.

სამუშაოები დაიწყო ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების - წყრუთისა და წირის დამაკავშირებელ გზაზეც. პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი დაიგება გზის 1300 მეტრიან მონაკვეთზე და მოეწყობა სანიაღვრე არხები. ამ დროისთვის გზაზე გრუნტის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, 5 მაისიდან მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით, აქტიურად ხორციელდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა