logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ყალბ ამბებთან ბრძოლის მთავარი იარაღი მედიაწიგნიერი მოქალაქეა - კომუნიკაციების კომისიამ 2019 წელს ინოვაციური პროექტები განახორციელა
ყალბ ამბებთან ბრძოლის მთავარი იარაღი მედიაწიგნიერი მოქალაქეა - კომუნიკაციების კომისიამ 2019 წელს ინოვაციური პროექტები განახორციელა
11:25 08.06.2020
2019 წელს კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების განვითარებისა და ინტერნეტის მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით, ევროპული გამოცდილებისა და წარმატებული პრაქტიკის გათვალისწინებით, ინოვაციური პროექტები განახორციელა. „თანამედროვე გამოწვევებთან ბრძოლის ერთადერთი იარაღი მედიაწიგნიერებით, ცოდნით შეიარაღებული მოქალაქეა“ - კომისიის ინოვაციურ პროექტებსა და გადამზადების პროგრამებში საგანმანათლებლო სექტორი აქტიურად ჩაერთო. მედიაწიგნიერების პროექტები 10 სკოლაში განხორციელდა. კომისიის პროექტების ფარგლებში, მედიაწიგნიერების მიმართულებით ჯამში 800-მა მოსწავლემ მიიღო საჭირო ცოდნა. გარდა ამისა, ევროპელი ექსპერტებისა და კომისიის მედიაწიგნიერების დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ გადამზადდა 60 მასწავლებელი და ტრენერი.

კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების დეპარტამენტმა 2019 წელს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით 5 უმნიშვნელოვანესი პროექტი განახორციელა.

„გამარჯობა რუბი“ – „თავგადასავალი პროგრამირების სამყაროში“ და „მოგზაურობა კომპიუტერში“ - ეს არის ფინური წიგნების სერია, რომელიც 2019 წელს სახელმძღვანელოდ შევიდა ხუთ სკოლაში, მათ შორის, სამ საჯარო და ორ კერძო სკოლაში, შეიქმნა 8 კლუბი. „გამარჯობა რუბის“ წიგნებით კომპიუტერული მეცნიერების საწყისებს მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეები სწავლობენ.

2019 წელს კომუნიკაციების კომისიამ ევროკავშირის 8 ქვეყანაში წარმატებული აპლიკაცია და სამაგიდო თამაში „Happy Onlife”, ქართულ ენაზე გახადა ხელმისაწვდომი. აპლიკაციის მიზანია, ბავშვებმა თამაშით ისწავლონ ციფრული მედიის უსაფრთხო გამოყენება. “ „Happy Onlife” აპლიკაცია საქართველოში 7,000-ზე მეტმა მოსწავლემ ჩამოტვირთა. ამას გარდა, მედიაწიგნიერების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საქართველოს 10 სკოლაში „Happy onlife”-ის შესახებ ჯამში 700 მოსწავლეს ჩაუტარეს ტრენინგი.

2019 წელს ორჯერ წარმატებით ჩატარდა კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“, რომელიც მოზარდებში კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარებას ისახავს მიზნად. პირველ კონკურში მონაწილეობა 20-მა მოსწავლემ მიიღო, მეორე კონკურსში კი სამჯერ მეტი - 60 საკონკურსო ნაშრომი შემოვიდა კომისიაში. კონკურსის პირობების თანახმად, მოსწავლეებს ინდივიდუალურად უნდა შეესრულებინათ დავალება, აღმოეჩინათ ქართულ მედიასივრცეში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია - “Fake News”, რომელიც საქართველოში მომხდარ ამბავს ეხებოდა და ჯერ არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი ინფორმაცია, წარმოედგინათ აღმოჩენის გზა, შესაბამისი წყარო და პარალელურად, დაედგინათ რეალური ფაქტები, ამბავი.

საკონკურსო ნამუშევრები კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა. გამარჯვებულებმა კომისიისგან ულტრათანამედროვე პრიზები მიიღეს. კონკურსის პარალელურად, კომუნიკაციების კომისიამ Fake News-ის აღმოჩენის შესახებ სასწავლო კომპონენტი დაამატა. მედიაწიგნიერების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა BBC Academy-ის მასალების გამოყენებით, ფაქტების გადამოწმებისა და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის შესახებ, 10 საჯარო სკოლაში 500 მოსწავლემ ჩაუტარეს ტრენინგი.

2019 წელს კომუნიკაციების კომისიის ინიციატივით ორგანიზაცია „Evens Foundation”-ის მიერ მედიაწიგნიერების საუკეთესო პლატფორმად აღიარებული პროექტი „მედიის ეკონომიკა“ ქართულ სკოლებში შევიდა. პროექტის სამიზნე აუდიტორიას 10-დან 15 წლამდე მოზარდები წარმოადგენენ. საქართველოს სკოლებში მოსწავლეები ინტერაქტიული ტრენინგებით სწავლობენ, როგორ აირჩიონ და მოიხმარონ მედია საშუალებები და რაც მთავარია, იღებენ ინფორმაციას ციფრული მედიის ფინანსური და ეკონომიკური ასპექტების შესახებ. საგაკვეთილო სქემა, რომლითაც მოსწავლეები „მედიის ეკონომიკას“ ეუფლებიან, კურსის ავტორთან, „ზაფირიას მედიაგანათლების ცენტრის“ დირექტორთან, ალესანდრა ფალკონთან ერთადაა შემუშავებული, რომელიც კომისიის მოწვევით, საქართველოში ჩამოვიდა და 60-ზე მეტი მასწავლებელი და ტრენეტი გადაამზადა.

მედიაწიგნიერების პროექტების შესახებ შემაჯამებელ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის 2019 წლის ანგარიშში ვკითხულობთ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა