logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თბილისის მერია ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემას ისევ ცვლის
თბილისის მერია ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემას ისევ ცვლის
00:22 06.06.2020
ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასკვნითი ეტაპის წარმოების გამო, 6-დან 20 ივნისამდე, ავალიშვილის ქუჩიდან თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, საზოგადოება გადაადგილებას შეძლებს შემდეგი მარშრუტით:

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს ავალიშვილის ქუჩიდან გადაადგილება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართულებით შეეძლებათ; თავისუფალი იქნება კეკელიძის, ნაფარეულის, მირცხულავასა და თაქთაქიშვილის ქუჩები, საიდანაც მოსახლეობა ჭავჭავაძის გამზირიდან ფალიაშვილი-აბაშიძის ქუჩებზე მოხვედრას შეძლებს.

ფალიაშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით მოძრაობა ნებადართული იქნება ერისთავის, ბაზალეთისა და არაყიშვილის ქუჩების გავლით; ბაზალეთის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა დასაშვები იქნებავაკის პარკის ან ვარაზისხევის მიმართულებით; რამიშვილის ქუჩაზე ფალიაშვილისა და აბაშიძის ქუჩებიდან მოხვედრა არაყიშვილის ქუჩის გავლით იქნება შესაძლებელი, საიდანაც მძღოლები მოძრაობას ჭაბუა ამერეჯიბის გზატკეცილზე გააგრძელებენ.

ამასთანავე, მრგვალი ბაღის ტერიტორიიდან ერისთავის ქუჩის გავლით, ჭავჭავაძის გამზირზე მოხვედრა და მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობა იქნება შესაძლებელი; გადაადგილება ასევე, თავისუფალი იქნება აბაშიძის ქუჩიდან ბარნოვის ქუჩის მიმართულებით; თამარაშვილის ქუჩიდან წერეთლის ქუჩის გავლით, ჭავჭავაძის გამზირზე მოხვედრა და ბაგების მიმართულებით გადაადგილება თავისუფალი იქნება; ანალოგიური მარშრუტი იმოქმედებს უკუმიმართულებით მოძრაობისას. ყიფშიძის ქუჩის მოსახლეობა გადაადგილებისას თამარაშვილის ქუჩით ისარგებლებს;

რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემას, 6-დან 20 ივნისის ჩათვლით, ავტობუსები და მიკროავტობუსები იმოძრავებენ შემდეგი სქემით:

N9, N59 ავტობუსებიჭავჭავაძის გამზირიდან ბაგების მიმართულებით მოძრაობას ავალიშვილის ქუჩის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილისა და თამარაშვილის ქუჩის გავლით შეძლებენ. უკუმიმართულებით მოძრაობისას ჭავჭავაძის გამზირს თამარაშვილის ქუჩის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილისა და ავალიშვილის ქუჩის მეშვეობით დაუკავშირდებიან; N34, N61 მარშრუტები ბაგების მიმართულებით მოძრაობას საბურთალოს რაიონისა და თამარაშვილის ქუჩის გავლით შეძლებენ; N51 ავტობუსი ჭავჭავაძის გამზირის, ოთარ თაქთაქიშვილისა და ფალიაშვილის ქუჩების გავლით, მიშველაძის ქუჩამდე იმოძრავებს. უკუმიმართულებისას კი აბაშიძისა და ბაზალეთის ქუჩების გავლით, ჭავჭავაძის გამზირს დაუკავშირდება, რის შემდეგაც მოძრაობას დადგენილი სქემით გააგრძელებს.

რაც შეეხება N21 და N88 ავტობუსებს, ისინი საწყისი და ბოლო პუნქტებისკენ საბურთალოს რაიონის გავლით იმოძრავებენ; N85 ავტობუსი მოძრაობას ვაკის სასაფლაოს მხრიდან დაიწყებს და ჭავჭავაძის გამზირიდან ოთარ თაქთაქიშვილისა და ფალიაშვილის ქუჩების გავლით, მიშველაძის ქუჩაზე მოხვდება; N87 ავტობუსის მარშრუტი ვაკის სასაფლაომდე იმოძრავებს და უკუმიმართულებისას, ასევე, გმირთა მოედნიდან ვარაზისხევისა და მელიქიშვილის ქუჩების გავლით, მოძრაობას თავისუფლების მოედნისკენ გააგრძელებს.

N83 ავტობუსი თამარაშვილის ქუჩიდან აბაშიძის ქუჩას ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, ავალიშვილის ქუჩის, ჭავჭავაძის გამზირისა და თაქთაქიშვილის ქუჩის გავლით დაუკავშირდება, ხოლო უკუმიმართულებით მოძრაობისას, ბარნოვის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე ერისთავისა და ბაზალეთის ქუჩების გავლით მოხვდება, რის შემდეგაც, ავალიშვილის ქუჩისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის მეშვეობით, მეტროსადგურ „დელისს“დაუკავშირდება.

მიკროავტობუსების - N32, N35, N126, N137, N170, N202 მარშრუტები ვაკის სასაფლაოს მიმართულებით მოძრაობისას, ჭავჭავაძის გამზირიდან ავალიშვილის ქუჩის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილისა და თამარაშვილის ქუჩის გავლით გადაადგილდებიან, უკუმიმართულებისას კი ჭავჭავაძის გამზირს თამარაშვილის ქუჩის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილისა და ავალიშვილის ქუჩის მეშვეობით დაუკავშირდებიან, რის შემდეგაც დადგენილი სქემით იმოძრავებენ; N15, N44, N73 და N128 მიკროავტობუსები თამარაშვილის ქუჩის შემდეგ, მოძრაობას აბაშიძის ქუჩის ნაცვლად, ვაკის სასაფლაოს მიმართულებით გააგრძელებენ. უკუმიმართულებით კი ვაკის სასაფლაოს მხრიდან თამარაშვილის ქუჩის გავლით, დადგენილი სქემით იმოძრავებენ.

N4 მიკროავტობუსის მარშრუტი ბარნოვის ქუჩიდან ერისთავისა და ფალიაშვილის ქუჩების გავლით, ჭავჭავაძის გამზირს დაუკავშირდება, რის შემდეგაც, ავალიშვილის ქუჩისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის მეშვეობით, თამარაშვილის ქუჩიდან უკვე დადგენილი სქემით იმოძრავებს. უკუმიმართულებისას, ასევე, თამარაშვილის ქუჩიდან ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილისა და ავალიშვილის ქუჩის გავლით, ჭავჭავაძის გამზირს დაუკავშირდება, რის შემდეგაც, თაქთაქიშვილის ქუჩით, აბაშიძის ქუჩას დაუკავშირდება და დადგენილი სქემით იმოძრავებს; N120 მიკროავტობუსის მარშრუტი მიშველაძის ქუჩას ჭავჭავაძის გამზირიდან თაქთაქიშვილისა და ფალიაშვილის ქუჩების გავლით დაუკავშირდება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა