logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: ყველა გამოწვევა, რომლის წინაშეც მსოფლიო დგას, თითოეულ ჩვენგანს ახსენებს, რომ ზრუნვა გარემოზე, ზრუნვა ჰაერზე, წყალზე, ზრუნვა ტყეზე, ნიადაგზე პრიორიტეტი უნდა იყოს
ლევან დავითაშვილი: ყველა გამოწვევა, რომლის წინაშეც მსოფლიო დგას, თითოეულ ჩვენგანს ახსენებს, რომ ზრუნვა გარემოზე, ზრუნვა ჰაერზე, წყალზე, ზრუნვა ტყეზე, ნიადაგზე პრიორიტეტი უნდა იყოს
12:54 05.06.2020
„გარემოს დაცვა სულ უფრო მეტ და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ყველა გამოწვევა, რომლის წინაშეც მსოფლიო დგას, თითოეულ ჩვენგანს ახსენებს, რომ ზრუნვა გარემოზე, ზრუნვა ჰაერზე, წყალზე, ზრუნვა ტყეზე, ნიადაგზე პრიორიტეტთა შორისაც კი პრიორიტეტი უნდა იყოს. წელს, გარემოს დაცვის საკითხებში მსოფლიო განსაკუთრებულ ყურადღებას ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობაზე ამახვილებს, რადგან ბიომრავალფეროვნება უზრუნველყოფს ეკოსისტემების მდგრადობას, ის სასიცოცხლო როლს ასრულებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების წარმოქმნასა და განვითარებაში", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, ქვეყნის უნიკალურ სიმდიდრეზე, ბუნებაზე ზრუნვა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პასუხისმგებლობაა. ამ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, საქართველო ევროპული სტანდარტების და გამოცდილების გაზიარებით შეიმუშავებს არაერთ საკანონმდებლო აქტს.

"მივიღეთ ტყის ახალი კოდექსი, რომელიც ქვეყანაში ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის მართვა სრულიად ახალ ეტაპზე გადაჰყავს. 2019 წელს ავკრძალეთ პლასტიკის პარკების გამოყენება. აკრძალვა ძალიან დროული და საჭირო ნაბიჯი იყო. ამოქმედდა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სისტემა, რაც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ბუნების დაცვისთვის და ეკონომიკის ალტერნატიული საქმიანობების წახალისებისთვის. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ამოქმედება უზრუნველყოფს, რომ ბატარეები და აკუმულატორები, საბურავები, ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებები, ზეთები, შესაფუთი ნარჩენები და ელექტრო და ელექტრონული ნარჩენები გარემოს აღარ დააბინძურებს. გავაძლიერეთ წყლის და ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის სისტემა; შეიქმნა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი.

ჩვენ მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში. აქ დასაქმებული ადამიანები, უმეტეს შემთხვევაში, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავენ ჩვენ ტყეებს, ებრძვიან უკანონო ჭრებს. ჩვენ მნიშვნელოვანად გავაძლიერეთ საინსპექციო ნაწილი. გარემოს ყველაზე დიდ დამაბინძურებლებს, მსხვილ ინდუსტრიულ საწარმოებს გონივრულ ვადებში გამოსწორების გეგმები განესაზღვრათ. სუფთა გარემოს შენარჩუნება მნიშვნელოვნად დაკავშირებულია ცნობიერების ამაღლებასთან. სწორედ ამიტომ, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში საგანმანათლებლო პროგრამაში შევიტანეთ გარემოსდაცვითი საკითხები. ჩვენი ხვალინდელი დღე ჩვენი მომავალი თაობაა. მათ უნდა ჰქონდეთ უფრო მეტი ცოდნა ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობებზე და ამ შესაძლებლობების სწორად გამოყენებაზე. ჩვენი მთავარი მიზანია, მდგრადი განვითარების პრინციპებით, გარემოს დაზიანების მინიმუმამდე შემცირებით შევძლოთ ეკონომიკის განვითარება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო იქნება, ერთი მხრივ ეკონომიკურად ძლიერი, ხოლო მეორე მხრივ, ეკოლოგიურად სუფთა, მიმზიდველი ქვეყანა“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა