„თიბისი ბანკის“ ტრეინინგ-ცენტრში ხვალ სოციალურ და ფინანსურ განათლებაში სკოლის მასწავლებელთა ტრეინინგი გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს, ტრეინინგს ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნოდარ სარჯველაძე ჩაატარებს.
ტრეინინგი პროექტის „ბავშვთა და მოზარდთა სოციალური და ფინანსური განათლება“ ფარგლებში ტარდება. პროექტის მიზანია მოზარდ თაობებში სამეწარმეო ცნობიერების ამაღლება და მათი ძლიერ ეკონომიკურ სუბიექტებად ჩამოყალიბება.
პროექტის ფარგლებში ითარგმნა ორი სახელმძღვანელო 6-დან 18-წლამდე მოზარდებისთვის, რომლის დახმარებითაც მასწავლებლებს საშუალება ექნებათ, ბიზნესისა და სამეწარმეო საქმიანობის უნარ-ჩვევები მოსწავლეებს დაწყებითი ასაკიდანვე განუვითარონ.
ბავშვთა და მოზარდთა სოციალური და ფინანსური განათლება 1 ოქტომბრიდან შევა სასწავლო პროგრამაში. თბილისის სკოლის მოსწავლეები ისარგებლებენ სახელმძღვანელოებით, რომელიც „თიბისი ბანკმა“ დააფინანსა და რომლებიც სკოლებს უფასოდ დაურიგდებათ.

















