logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
2024 წლის ბოლოსთვის თსუ-ის ყველა ძირითადი სასწავლო კორპუსი გარემონტდება
2024 წლის ბოლოსთვის თსუ-ის ყველა ძირითადი სასწავლო კორპუსი გარემონტდება
11:29 05.06.2020
„2024 წლის ბოლოსთვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა ძირითადი სასწავლო კორპუსი გარემონტდება“, - განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თბილისის მერთან კახა კალაძესთან ერთად თსუ პირველი და მეორე კორპუსების გარე ფასადების განათების დათვალიერებისას.

მისი თქმით, უნივერსიტეტმა უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი წამოიწყო. ამჯერად მიმდინარეობს მეორე კორპუსის სრული რეაბილიტაციის მეორე ეტაპი.

„ეს უზარმაზარი შენობა პირველ კორპუსზე ორჯერ დიდია და სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ კორპუსში გასული საუკუნის 50-იანი წლების შემდეგ არ ჩატარებულა. სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოყოფილი დაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია, დაიწყო შიდა სამუშაოები. უკვე შეიცვალა 800 ფანჯარა, სახურავი, სველი წერტილები და ცენტრალური გათბობის სისტემა, გამაგრდა შენობა, გარემონტდა ფასადი. ახალი სასწავლო წლისთვის კორპუსის ნახევარი უკვე გარემონტებლი იქნება,“- აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი 21,3 მლნ ლარით დაფინანსდა. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, დაფინანსება საქართველოს განათლების, მეცნიერების და სპორტის სამინისტრომ გამოყო. შიდა სარემონტო სამუშაოები 2019 წელს დაიწყო და 2021 წელს დასრულდება. ამ პერიოდის განმავლობაში სრულად მოხდება შენობის რეაბილიტაცია, მოეწყობა სახანძრო და გაგრილება-ვენტილაციის სისტემები, ლიფტები. სარემონტო სამუშაოების შემდეგ მეორე კორპუსი სრულად დააკმაყოფილებს ყველა თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტს. სულ 25 000 კვ.მ. ფართობი გარემონტდება. მეორე კორპუსის სარემონტო სამუშაოები 2018 წელს დაიწყო და 2021 წელს დასრულდება.

თსუ მეორე კორპუსი 1940 წელს არქიტექტორ მიხეილ შავიშვილის პროექტით უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობის არქიტექტურისა და სტილის გათვალისწინებით აშენდა. თსუ I კორპუსის სარემონტო სამუშაოები 2008-2011 წლებში ფონდ „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
რექტორმა თსუ-ში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას აღნიშნა, რომ „იგეგმება უზარმაზარი საერთო საცხოვრებლის აშენება თსუ მაღლივი კორპუსის მიმდებარედ, რომელშიც 3000 სტუდენტი იცხოვრებს. ეს იქნება კავკასიაში ყველაზე დიდი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი, სტუდენტური ქალაქი, რომელიც, სავარაუდოდ, 2021 წელს დასრულდება.“

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დღეს აკადემიური და კვლევითი დანიშნულების 27 შენობაშია განთავსებული.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა