logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თსუ პირველი და მეორე კორპუსები სრულად განათდა
თსუ პირველი და მეორე კორპუსები სრულად განათდა
10:53 05.06.2020
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიული პირველი და მეორე კორპუსების ფასადები სრულად განათდა. შესაბამისი განათების სისტემის მონტაჟი ცოტა ხნის წინ საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტის და კულტურის სამინისტროს მიერ გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში განხორციელდა.

თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ქალაქ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჭავჭავაძის გამზირზე პირველი და მეორე კორპუსების მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერეს და მეორე კორპუსის რეაბილიტაციის პროექტზე ისაუბრეს.

მეორე კორპუსის სარემონტო სამუშაოების და ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის დასრულების ეტაპზე მნიშვნელოვანია არამარტო ფასადების განათების მოწესრიგება, ასევე უნივერსიტეტის ეზოში არსებული დაზიანებული ნარგავების შეცვლა და მწვანე ზონის განახლება. გამწვანების სამუშაოები უახლოეს პერიოდში მერიასთან ერთად იგეგმება.

„უნივერსიტეტის პირველი და მეორე კორპუსები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია და მათზე გარე განათების დამონტაჟება ძალიან მოუხდება განახლებულ ჭავჭავაძის გამზირს. მიმდინარეობს მეორე კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი. სამუშაოები საკმაოდ მასშტაბურია და სრულად მომავალ წელს დასრულდება. თბილისის მერია გვეხმარება იმაში, რომ განახლდება უნივერსიტეტის ბაღი და გაიწმინდება პირველი კორპუსი,“-განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

თბილისის მერის კახა კალაძის აზრით, უნივერსიტეტის პირველი და მეორე კორპუსების ფასადების განათებები ძალიან მოუხდა გამზირს. „ეს სამუშაოები თავად უნივერსიტეტმა განახორციელა. მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს თანამშრომლობისთვის, ძალიან კარგი და ლამაზი პროექტის განხორციელებისთვის. ჭავჭავაძის გამზირის სამუშაოების დასრულების შემდეგ ვნახავთ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი. ზუსტად ასეთი ხარისხის, შინაარსობრივად ასეთი სახის ქუჩები უნდა იყოს დედაქალაქში,“-აღნიშნა კახა კალაძემ. მისი თქმით, თბილისის მერიამ ბევრი საპილოტე პროექტი განახორციელა გამზირზე და სამუშაოების დასრულების შემდეგ საზოგადოება ნახავს რამდენად ლამაზი გამოვიდა ეს პროექტი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა