ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა 30% კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ამომრჩევლის
მოსყიდვის ბრალდებით ტელეკომპანია „მაესტროს“ სატელიტური ანტენების დაყადაღების გადაწყვეტილებას ეთანხმება.
როგორც კვლევის შედეგები აჩვენებს, პროკურატურის აღნიშნულ გადაწყვეტილებას „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერთა 21% არ ეთანხმება, 46%-მა არ იცის, ხოლო 4%-მა პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.
სატელიტური ანტენების დაყადაღების გადაწყვეტილებას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 88% არ ეთნხმება, ხოლო 12%-მა არ იცის.

















