ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახური, ახალი კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების
ფარგლებში, საქველმოქმედო აქიას შეუერთდა.
გამწვანების სამსახურის უფროსმა, გიორგი ცხოვრებაშვილმა თანამშრომლებთან ერთად სასურსათო პროდუქტები, გადასცა 15 ოჯახს , რომლებიც განსაკუთრბულ ყურადღებას საჭიროებენ.
სამსახურის თანამშრომლებმა, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში , საკუთარი ფინანსური სახსრებით შეძლეს თანამოქალაქეების დახმარება.

















