logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი მეზურნიშვილი: სოციალური გაზის ნაწილში მოსახლეობას საფასური 1 თეთრითაც არ გაუძვირდება
ირაკლი მეზურნიშვილი: სოციალური გაზის ნაწილში მოსახლეობას საფასური 1 თეთრითაც არ გაუძვირდება
12:55 04.06.2020
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, სადაც საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის პროექტი განიხილება, კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ირაკლი მეზურნიშვილმა ცვლილებების არსი განმარტა.

„ჩვენი გაზიფიცირების არეალი საქართველოში არ იყო ისეთი სათანადო როგორიც არის დღეს და საერთოდ, 2021 წლის ბოლოს 95%-მდე ავდივართ, ფაქტობრივად სოციალური გაზის ნაწილი მაგ დროისთვის უნდა დასრულდეს. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ მივიღეთ ნავთობპროდუქტებზე აქციზის შემოღება, ჩვენ გვქონდა იმისი განცდა, რომ სოციალურ ნაწილში, რადგან თხევადი გაზი მიეწოდებოდა და დღესაც მიეწოდება მაღალმთიან რეგიონებს და ასე შემდეგ, მათთვის ცალკე, 120 ლარი ყოფილიყო შეღავათი. იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც გაზი შემოჰქონდა ავტომობილებისთვის, ისინი იხდიდნენ 300 ლარს - 120+180. ის კომპანია, რომელიც იტყვის დღეს, რომ მე ამას გავაძვირებ, იმიტომ რომ მე გაზს შემოვიტან და ჩემი მოგების მარჟა იგივე დავტოვო, ეს ნიშნავს იმას, რომ ღიად თქვას, რომ ფაქტობრივად იყენებდა ამ ხარვეზს, რათა მისი მოგების მარჟა ყოფილიყო უფრო მაღალი. ჩვენ უნდა შევჯერდეთ და ვიმსჯელოთ. მოცემულ ვარიანტში, რომლის ინიცირებაც დღეს გავაკეთეთ, საერთოდ არაფერი არ იზრდება, ეს არის უბრალოდ ადმინისტრირების ხარვეზების გასწორება, რადგან ბიუჯეტში ცალსახად დანაკლისია. რაც შეეხება სოციალურ ნაწილს - აქ დაისვა კითხვა, 120 ლარი თუ იყო სოციალური გაზი და ხდება 300 ლარი, როგორ შეიძლება ლოგიკურად ჩავთვალოთ, რომ არ გაიზრდება სოციალური გაზის ნაწილში? აქ არის მარტივი მოცემულობა - როდესაც 120 ლარად გაკეთდა შეღავათი, რა თქმა უნდა, მოლოდინი უნდა ყოფილიყო, რომ გაცილებით იაფი ყოფილიყო გაზი მოსახლეობისთვის, ვიდრე არის დღეს. რომ ვნახოთ განბაჟება, თვითღირებულება და ასე შემდეგ, თუ რა მარჟაზე მუშაობენ დღეს კომპანიები, რა თქმა უნდა, დღეს ის ფასი ნამდვილად არ უნდა ღირდეს. ეს არის მოგების მარჟა და არ არის ისე, რის გამოც ჩვენ ეს გავაკეთეთ 2017 წელს. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს იმის ვარაუდი, რომ კონკურენციის პირობებში გამოჩნდებიან ახალი მოთამაშეები, რომლებიც მოსახლეობას ძველი ფასით მიაწვდიან სერვისს და მოსახლეობის ნაწილი მათი მომსახურებით ისარგებლებს. მე დავაყენე საკითხი და სოციალურ ნაწილში 1 თეთრითაც არ გაუძვირდებათ არც ერთ მოსახლეს საფასური. ათასობით მოსახლე არის დარჩენილი, რომელიც სარგებლობს თხევადი აირით (ბალონების სისტემით) და მათ ეს არ გაუძვირდებათ. ამის გადასაზღვევად ჩვენ კომუნიკაცია გვქონდა ეკონომიკის სამინისტროსთან და დღეს ოფიციალური წერილი მოვიდა, სადაც მინისტრი საუბრობს, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ არ გამოჩნდნენ ახალი მოთამაშეები და კომპანიები 2 ლარით გააძვირებენ ბალონების თხევადი გაზით შევსებას, მაგ შემთხვევაში ჩვენ სრულ სუბსიდირებას გავაკეთებთ, ეს იქნება საბიუჯეტო კოდი, სადაც ყველა მოქალაქეს დაუსუბსირდირდება სოციალური გაზის ნაწილი“, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა