logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ზაზა გაბუნია: მოქალაქეები გათავისუფლდებიან “სითი პარკის” მიერ დაკისრებული, გადაუხდელი ჯარიმებისგან
ზაზა გაბუნია: მოქალაქეები გათავისუფლდებიან “სითი პარკის” მიერ დაკისრებული, გადაუხდელი ჯარიმებისგან
12:07 04.06.2020
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ,ზაზა გაბუნიამ დღეს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგინა.

ზაზა გაბუნიას განცხადებით, საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს კომპანია "სითი პარკის" მიერ დაჯარიმებული მოქალაქეების გათავისუფლებას ამ ჯარიმებისა და მათზე დარიცხული საურავებისაგან წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებებისაგან. ასეთი ჯარიმების ოდენობა დაახლოებით 850 000 ლარს შეადგენს და ამ კანონის საფუძველზე ათასობით მოქალაქე სრულად იქნება გათავისუფლებული ამ ფინანსური ვალდებულებისაგან.

„საქმე ეხება ჯარიმებს, რომლებიც დაკისრებულია 2018 წლის 10 აპრილამდე ანუ კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტამდე და რომელთა აღსრულება ჯერ არ მომხდარა. ეს გადაუხდელი ჯარიმები რჩებოდა მნიშვნელოვან ფინანსურ და ეკონომიკურ პრობლემად მოქალაქეებისათვის და ჩვენი გადაწყვეტილებით, ამ დავალიანების მქონე მოქალაქეები გათავისუფლდებიან ჯარიმის, საურავისა და აღსრულების ხარჯების გადახდისაგან და მოეხსნებათ ფინანსური დავალიანება. ამ საკითხზე იდეა და ინიციატივა ეკუთვნის დედაქალაქის მერს, რასაც საქართველოს პარლამენტი მხარს უჭერს და ამ იდეისადმი მხარდაჭერა გამოიხატება სწორედ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივით, რომლის ძალაში შესვლის შემდეგ, ათასობით მოქალაქეს გაუნულდება ხსენებული დავალიანება“,-განაცხადა ზაზა გაბუნიამ.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა