ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ისევ გაიზარდა და ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 801 დადასტურებული
შემთხვევა ფიქსირდება.
მათ შორის 644 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 13 გარდაიცვალა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 2424 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 304 ადამიანი რჩება.

















