თბილისელებისთვის დღეიდან 134 და 19 ნომერი სამარშრუტო მიკროავტობუსები ახალი მიმართულებით იმოძრავებენ.
როგორც „ნიუსპრესს“ შპს „თბილისის მიკროავტობუსიდან“ აცნობეს, 134 ნომერი სამარშრუტო ხაზი მეტროსადგურ სამგორიდან, ისნის რაიონში ყვარლის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, ხოლო 19 ნომერი სამარშრუტო ხაზი კი - ე.წ. VIII ლეგიონის დასახლებიდან - დიღმის საავადმყოფოებისაკენ.
კომპანიაში აცხადებენ, რომ „თბილისის მიკროავტობუსმა“ დედაქალაქში არსებული სამარშრუტო ხაზების ახალი, „ფორდის“ მარკის მიკროავტობუსებით დაკომპლექტება მიმდინარე წლის ივლისში დაასრულა.
მათივე ცნობით, კომპანია განაგრძობს ვალდებულების შესრულებას და სატრანსპორტო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. შესაბამისად, სექტემბერში რამდენიმე ახალი სამარშრუტო ხაზის გახსნა იგეგმება.
ახალი სამარშრუტო ხაზების გახსნა სექტებრის შუა რიცხვებამდე დასრულდება, ხოლო მთლიანობაში, თბილისის მოსახლეობას 14 ახალი სამარშრუტო ხაზი მოემსახურება.

















