logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელი: სამინისტრომ ხელი შეუწყო არამხოლოდ კრიზისული ვითარების დაძლევას, არამედ განათლების მიღების ახალი შესაძლებლობებიც შექმნა
მიხეილ ჩხენკელი: სამინისტრომ ხელი შეუწყო არამხოლოდ კრიზისული ვითარების დაძლევას, არამედ განათლების მიღების ახალი შესაძლებლობებიც შექმნა
20:00 02.06.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციისა (OECD) და განათლების ინტერნაციონალის (EI) მიერ ორგანიზებულ ვირტუალურ საერთაშორისო სამიტში "სწავლების პროფესიის შესახებ (ISTP)" მიიღო მონაწილეობა. განათლების სფეროში COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და თანამშრომლობის გაძლიერების გზებზე იმსჯელეს.

მიხეილ ჩხენკელი: "მადლობას მოგახსენებთ მნიშვნელოვანი სამიტის ორგანიზებისათვის! დარწმუნებული ვარ, ინფორმაციის გაცვლა, სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება ძალიან სასარგებლოა და ნაყოფიერ შედეგს გამოიღებს. მინდა აღვნიშნო, რომ COVID-19-მა შექმნა უპრეცედენტო რეალობა ყველა ქვეყნის მთავრობისთვის. მიუხედავად ამისა, საქართველოს განათლების სისტემამ ეფექტურად შეძლო დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა. სამინისტრომ ხელი შეუწყო არამხოლოდ კრიზისული ვითარების დაძლევას, არამედ განათლების მიღების ახალი შესაძლებლობებიც შექმნა."

მიხეილ ჩხენკელმა სამინისტროს მიერ განხორციელებულ რამდენიმე პროექტზე ისაუბრა, რომლებმაც განათლების მიღების უწყვეტი პროცესი უზრუნველყო. მინისტრმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამშრომლობით შექმნილი პროექტი "ტელესკოლა" გამოყო, რომელშიც ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ ტელეგაკვეთილებს სხვადასხვა საგნის გამოცდილი პედაგოგები ატარებენ. ტელეგაკვეთილების დაგეგმვისას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ინტერესიც არის გათვალისწინებული და მათი თარგმნა ჟესტური ენით ხდება.

მინისტრმა ისაუბრა სპეციალურად აბიტურიენტებისთვის შექმნილი პროექტის "ვებსკოლის" შესახებ, რომელიც მათ ეროვნული გამოცდებისათვის მომზადებაში ეხმარება. იგი ასევე შეეხო ზოგადი განათლების პროექტს "ისკოლა", რომლის ფარგლებში მოსწავლეებისთვის კომპლექსური საშინაო დავალებების კრებულები 8 სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით შეიქმნა. აღნიშნული მასალები ვებგვერდზე https://www.el.ge/ არის განთავსებული.

მიხეილ ჩხენკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სხვადასხვა ელექტრონული პლატფორმებისა და პროექტ "ტელესკოლის" განხორციელებისას განსაკუთრებული ენთუზიაზმი და შემოქმედებითი მიდგომა პედაგოგებმა და პროფესორებმა გამოიჩინეს, რისთვისაც მათ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. კრიზისულ სიტუაციაში პედაგოგები დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ, რასაც ძალიან კარგად გაართვეს თავი. მიხეილ ჩხენკელის თქმით, ხარისხიანი განათლებისათვის, გამართულ კურიკულუმთან, ინფრასტრუქტურასა და ტექნოლოგიებთან ერთად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კვალიფიციურ პედაგოგს.

საქართველოს მხრიდან სამიტს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე ესწრებოდა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს და აღნიშნა, რომ მათთან მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციის (OECD) განათლების დირექტორატის ხელმძღვანელმა ანდრეას შლაიხერმა სხვადასხვა ქვეყნის მაგალითების განხილვისას საქართველო კიდევ ერთხელ გამოყო და დისტანციური სწავლების დანერგვის პროცესში განხორციელებულ პროექტებს დადებითი შეფასება მისცა.

"ვირტუალურ საერთაშორისო სამიტში სწავლების პროფესიის შესახებ (ISTP)" მონაწილეობა მიიღეს 16 ქვეყნის განათლების მინისტრებმა, მინისტრის მოადგილეებმა, განათლების ექსპერტებმა, პროფკავშირების წარმომადგენლებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა