logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნუნუ მიცკევიჩმა ევროკომისიის მიერ COVID-19-თან დაკავშირებული სპეციალური კონკურსების შესახებ ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გამართა
ნუნუ მიცკევიჩმა ევროკომისიის მიერ COVID-19-თან დაკავშირებული სპეციალური კონკურსების შესახებ ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გამართა
14:19 02.06.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა COVID-19-თან დაკავშირებით მეცნიერებთან და მედიცინის სფეროს წარმომადგენლებთან ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გამართა და მათ ჰორიზონტი 2020-ის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული მე-2 სპეციალური კონკურსის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრაზე ასევე განიხილეს COVID-19-ის შესახებ ეროვნული სამეცნიერო პლატფორმის შექმნის საკითხი.

ნუნუ მიცკევიჩმა განაცხადა, რომ მსოფლიოში ახალი კორონავირუსის პანდემიის შედეგად შექმნილმა ვითარებამ თვალსაჩინო გახადა მეცნიერებისა და ინოვაციების მნიშვნელობა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ევროკომისიამ 122 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური სახსრების მობილიზება მოახდინა, რომელიც სამეცნიერო-კვლევითი თუ ინოვაციური გადაწყვეტილებებით აღნიშნული კრიზისის დაძლევის გზების კვლევას მოხმარდება. შედეგად, ევროკომისიამ ჰორიზონტი 2020 პროგრამის ფარგლებში COVID-19-თან დაკავშირებული მე-2 სპეციალური კონკურსი 5 თემატური მიმართულებით გამოაცხადა. მინისტრის მოადგილის თქმით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, როგორც ჰორიზონტი 2020 პროგრამის კოორდინატორი უწყება, ზემოაღნიშნულ სპეციალურ კონკურსებში საქართველოს წარმომადგენლების მონაწილეობას მაქსიმალურად შეუწყობს ხელს.

ნუნუ მიცკევიჩმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ საქართველო დასახელებულია კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავების ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითად. ამ პროცესში მონაწილე მეცნიერებისა და მედიცინის სფეროს წარმომადგენლების ევროპულ ქსელში ჩართვა კორონავირუსის დიაგნოსტიკის, მკურნალობის, ვაქცინის შემუშავებისა და პანდემიის ქცევითი, სოციალური და ეკონომიკური ზეგავლენის საკითხებზე სამუშაოდ საქართველოს წარმოჩენას უფრო მეტად შეუწყობს ხელს.

ონლაინ შეხვედრაზე ევროკომისიის მე-2 სპეციალური კონკურსის 5 თემატური მიმართულების შესახებ საინფორმაციო ხასიათის პრეზენტაციები გამართეს საქართველოში ჰორიზონტი 2020 პროგრამის ეროვნულმა კოორდინატორმა, ნათია გაბიტაშვილმა, ინოვაციური მედიცინის მიმართულების ეროვნულმა საკონტაქტო პირმა, მაია რუხაძემ, და ჯანმრთელობის მიმართულების ეროვნულმა საკონტაქტო პირმა, მაია ოკუჯავამ.

შეხვედრაზე მხარეებმა COVID-19-ის შესახებ ეროვნული სამეცნიერო პლატფორმის შექმნის საკითხზეც იმსჯელეს.

ევროკომისიის მიერ ჰორიზონტი 2020 პროგრამის ფარგლებში COVID-19-თან დაკავშირებით მე-2 სპეციალური კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ბმულებზე: https://ec.europa.eu/commission/presscorner/detail/en/IP_20_887;

https://ec.europa.eu/info/funding-tenders/opportunities/portal/screen/opportunities/topic-search;freeTextSearchKeyword=Coronavirus;typeCodes=0,1;statusCodes=31094502;programCode
=null;programDivisionCode=null;focusAreaCode=null;crossCuttingPriorityCode=null;callCode=Default;sort
Query=submissionStatus;orderBy=asc;onlyTenders=false;topicListKey=callTopicSearchTableState


26 მაისს ევროკომისიის ორგანიზებით კვლევებისა და ინოვაციების მიმართულებით გამართულ ვიდეოკონფერენციაზე, რომელშიც მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი იღებდა მონაწილეობას, ევროკავშირისა და ჰორიზონტი 2020 პროგრამის ასოცირებულ ქვეყნებს შორის საუკეთესო სამეცნიერო ჯგუფების თანამშრომლობის გაძლიერების გზები განიხილეს, ასევე, ლოკალურ დონეზე, ეროვნული სამეცნიერო პლატფორმის ჩამოყალიბების შესაძლებლობებზეც იმსჯელეს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა