logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
“ვენის სადაზღვევო ჯგუფი” Covid-19-ის სამკურნალო მედიკამენტის შექმნას აფინანსებს
“ვენის სადაზღვევო ჯგუფი” Covid-19-ის სამკურნალო მედიკამენტის შექმნას აფინანსებს
16:52 01.06.2020
“ვენის სადაზღევო ჯგუფმა” მასშტაბური დაფინანსება განახორციელა ავსტრიულ ბიოტექნიკურ კომპანია Apeiron Biologics AG-ში, რომელიც COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატზე მუშაობს. კომპანია ავსტრიელმა მეცნიერმა Josef Penninger -მა დაარსა. იგი ჩართულია, იმ მედიკამენტის შექმნაში, რომელსაც COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებთან, პან-ევროპული კლინიკური კვლევის ფარგლებში იყენებდნენ.

ელიზაბეტ შტადლერი, “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” გენერალური დირექტორი : ჩვენი, როგორც სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლების ფუნდამენტური ამოცანაა ადამიანები რისკისგან დავიცვათ. ამ სიტუაციაში, ჯანმრთელობა ყურადღების ცენტრში მოექცა და როგორც კომპანია, რომელიც ზრუნავს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევაზე, ჩენი პროერიტეტია, ვიზრუნოთ ჯანმრთელობის დაცვაზე და თავიდან ავიცილოთ დაავადებების გავრცელება. ინვესტიცია, რომელიც ჩავდეთ Apeiron-ში არის მრავალმნიშვნელოვანი, გრძელვადიანი შესაძლებლობა ჩვენთვის, რომელიც საშუალებას გვაძლევს რეალიზება მოვახდინოთ ჩვენი მთავარი დაპირების “ ვიცავთ, რაც ღირებულია” და ამასთან ერთად მივაღწიოთ ჩვენს ეკონომიკურ მიზნებს.

ვენის სადაზღვევო ჯგუფი არის ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე და იგი ქვეყანაში, ორი კომპანიის “ჯიპიაი ჰოლდინგისა” და "ირაოს" სახითაა წარმოდგენილი.

პაატა ლომაძე, “ჯიპაი ჰოლდინგის" გენერალური დირექტორი: “ვენის სადაზღვევო ჯგუფი” გამორჩეულია თავისი სოციალური პასუხისმგებლობით და დარწმუნებული ვიყავით, რომ ასეთ რთულ დროსაც შეიტანდა თავის წვლილს საზოგადოებისათვის სასარებლო საქმეში. ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ ჩვენს მიმართ , მათ მხარდაჭერას ამ

რთულ პერიოდშიდა გვეამაყება, რომ ქვეყანაში ასეთ ძლიერ ინვესტორს წარმოვადგენთ, რომელსაც მსოფლიო პანდემიასთან ბრძოლაში მნიშვნელოვან წვლილი შეაქვს. "

მედიკამენტი, რომელზეც APEIRON მუშაობს კლინიკური ცდის მეორე ეტაპზეა. ამ პრეპარატზე მუშაობა კომპანიამ იმ დადებითი შედეგების გამო დაიწყო, რომელიც SARS ვირუსის მკურნალობისას აღმოაჩნდა. ავსტრიელმა მეცნიერმა Josef

Penninger და მისმა გუნდმა, APN01 წამალი 2003 წელს SARS ვირუსის პირველი აფეთქებისას გამოიყენეს ფილტვების მწვავე დაზიანებასა და სხვა რესპირატორულ სინდრომების მქონე პაციენტების მკურნალობისას. სწორედ ეს სინდრომებია covid-19-ის მქონე პაციენტებში სიკვდილის გამომწვევი მთავარი მიზეზი.

APN01 იმიტაციას ახდენს ACE2 რეცეპტორის, რის საშუალებითაც SARS-ის ვირუსი აღწევს უჯრედში, ანაცვლებს ამ უკანასკნელს და ხელს უშლის (ბლოკავს) SARS ვირუსის მიერ უჯრედებში შეღწევას . მისი ორმაგი მექანიზმის წყალობით, წამალი იცავს ფილტვის ქსოვილებს ვირუსისგან გამოწვეული დაზიანებისაგან. მედიკამენტი უკვე გამოიცადა ავსტრიასა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში COVID-19- ით დაავადებული პაციენტების ჯგუფზე.

“APN01 იმ მცირერიცხოვან თერაპიულ საშუალებათა შორისაა, რომელიც მიმართულია კორონავირუსის წინააღმდეგ და დღეს ერთ-ერთი ყველაზე წინწასული პრეპარატია COVID-19 მკურნალობისთვის. თუ კლინიკურმა ცდამ წარმატებით ჩაიარა, შესაძლებელი იქნება, რომ დაჩქარდეს პრეპარატის დამტკიცება ევროპაში და სამომხმარებლო ბაზარზეც ხელმისაწვდომი მალევე გახდება. სწორედ ამიტომ, უაღრესად მნიშვნელოვანია ვენის სადაზღვევო ჯგუფის ფინანსური მხარდაჭერა. ეს მათი მხრიდან პანდემიასთან ბრძოლაში შეტანილი სერიოზული წვლილია და დიდი მადლობა გვინდა ამისთვის გადავუხადოთ. - Peter Llewellyn-Davies, CEO of Apeiron Biologics AG.

“სხვა მკვლევარებთან თანამშრომლობით ჩვენმა ლაბორატორიამ მოიპოვა ინ-ვივო მტკიცებულება, რომ ACE2 პროტეინი SARS-CoV-2- ის საკვანძო ფერმენტია. ამავდროულად, ამ პროტეინს აქვს პოტენციალი, დაიცვას ფილტვები. მოხარული ვარ, რომ ჩვენმა ხანგრძლივმა კვლევამ და სამეცნიერო მუშაობამ ნაყოფი გამოიღო და APN01 (a soluble human ACE2 protein) კლინიკურ ცდებში ჩაეშვა. ვენის სადაზღვევო ჯგუფის ინვესტიცია დაგვეხმარება განვაგრძოთ ამ წამლის კვლევა და ვიპოვოთ მკურნალობის ეფექტური გზა COVID-19-ის წინააღმდეგ,” - პროფესორი Josef Penninger, Apeiron’s დამფუძნებელი .

***

APEIRON Biologics AG 2003 წელს პროფესორ Josef

Penninger -ის მიერ ვენაში დაარსდა. ის არის კერძო, ბიოტექნოლოგიური ევროპული კომპანია, რომელიც სპეციალიზებული სიმსივნისა და რესპირატორული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების აღმოჩენაში, შექმნასა და კომერციალიზაციაში. APN01- ის გამოყენებით, APEIRON ატარებს კლინიკურ კვლევებს ევროპაშიis COVID-19-ის სამკურნალოდ.

„ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ ყველაზე მსხვილი ინვესტორია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე და ლიდერია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ჯგუფის საქმიანობს ევროპის 30 ქვეყანაში 50 კომპანიაში. 25 000-ზე მეტი თანამშრომლის დახმარებით, ჯგუფი 22 მილიონ მომხმარებელს ემსახურება .
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა