logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობის ფარგლებში, თიბისიმ სტუდია „ილუსტრატორთან“ ერთად, საბავშვო აქტივობების ნაკრები - „მხიარული თავგადასავლების მუზეუმი“ შექმნა
ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობის ფარგლებში, თიბისიმ სტუდია „ილუსტრატორთან“ ერთად, საბავშვო აქტივობების ნაკრები - „მხიარული თავგადასავლების მუზეუმი“ შექმნა
11:21 01.06.2020
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, თიბისიმ საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობის ფარგლებში, საბავშვო აქტივობების ნაკრები - „მხიარული თავგადასავლების მუზეუმი“ - შექმნა. შემეცნებით-გასართობ პროექტზე, რომლის მიზანიც ახალი თაობისთვის მუზეუმის სივრცეში დაცული კულტურული მემკვიდრეობის თანამედროვე გზით გაცნობაა, სტუდია „ილუსტრატორმა“ და ილუსტრატორებმა - თათია ნადარეიშვილმა და ეკა ტაბლიაშვილმა იმუშავეს.

ნაკრები რამდენიმე შემოქმედებით სავარჯიშოს აერთიანებს, რომლებიც თემატურად მუზეუმში დაცულ ისეთ კოლექციებს, ექსპონატებსა და ისტორიებს უკავშირდება, როგორებიცაა: სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში წარმოდგენილი ბიომრავალფეროვნების გამოფენა, სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში გამოფენილი ხალიჩა და ფარდაგი; შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში წარმოდგენილი დავით კაკაბაძისა და ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები; მითი არგონავტების შესახებ და სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში დაცული მძივი ავგაროზი.

თითოეული აქტივობა პატარებს სთავაზობს სხვადასხვა ტექნიკას: ხატვას, ძერწვას, სტენსილს, ქსოვასა და ქაღალდით სამგანზომილებიანი წიგნის შექმნას.

ნაკრები აერთიანებს ვიდეო, ფოტო და ტექსტუალურ ინსტრუქციებს, რომლებიც დაწვრილებით უხსნის პატარა ავტორებსა და მათ მშობლებს - როგორ შექმნან საკუთარი ნამუშევარი და რა მასალაა ამისათვის საჭირო. ასევე, ყოველ დავალებას თან ახლავს ბავშვებისთვის ადაპტირებული, შემეცნებითი ტექსტები, რომელთა შექმნაში ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო განყოფილება იყო ჩართული.

„მხიარული თავგადასავლების მუზეუმი“ თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია და ის კომპანიისათვის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს აერთიანებს, როგორებიცაა ახალი თაობა და კულტურული მემკვიდრეობა.

ვიდეო-ტუტორიალი და ნაკრების გადმოსაწერი ბმული ნახეთ აქ - მხიარული თავგადასავლების მუზეუმი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა