ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ისევ გაიზარდა და ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 783 დადასტურებული
შემთხვევა ფიქსირდება.
მათ შორის 605 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 გარდაიცვალა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 2 966 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 250 ადამიანი რჩება.

















