logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ჰელსი ფუდის“ დამფუძნებელი: “მთავარი არხის” სიუჟეტში გამოთქმული დისკრიმინაციული მოსაზრებებიდან გამომდინარე, საკითხით სახალხო დამცველი და ბიზნესომბუდსმენი უნდა დაინტერესდნენ
ჰელსი ფუდის“ დამფუძნებელი: “მთავარი არხის” სიუჟეტში გამოთქმული დისკრიმინაციული მოსაზრებებიდან გამომდინარე, საკითხით სახალხო დამცველი და ბიზნესომბუდსმენი უნდა დაინტერესდნენ
16:20 30.05.2020
აბსურდული და შეურაცხმყოფელია გამოთქმული ვარაუდი ჩემი კომპანიის მხრიდან ჯარის მოწმავლის შესაძლებლობაზე, – ამის შესახებ კომპანია "ჰელსი ფუდის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ზაალ ილიაევი აცხადებს. "ჰელსი ფუდის" რამდენიმე თვეა ქართულ ჯარს ღორის ხორცით ამარაგებს . კომპანიის დამფუძნებელი "მთავარი არხის" მიერ მომზადებულ სიუჟეტს გამოეხმაურა.

ილიაევის განცხადება მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში ჟურნალისტებს კომპანიის იურისტმა ქეთევან მათორელმა გააცნო.

"დღეს ჩვენი ბრიფინგის გამოიწვია ტელეკომპანია "მთავარი არხის" სატელევიზიო ეთერში გასულმა სიუჟეტმა, რომელიც ეფუძნებოდა ინტერნეტ-გამოცემა "პრესა.ჯის" გადაუმოწმებელ ინფორმაციას. აღნიშნულ სიუჟეტში გამოთქმული იყო პირადად ჩემი და ჩვენი კომპანიის მისამართით აშკარად არაკორექტული შეფასებები.

გავრცელებული სიუჟეტი გახლავთ აბსოლიტურად დაუმსახურებელი კრიტიკა და ჩვენი კომპანიის ავტორიტეტის შელახვის მცდელობა, რომელიც შეიცავდა დისკრიმინაციულ ნიშნებს და ვფიქრობ, ეს არ უნდა დარჩეს უყურადღებოდ.

მოგახსენებთ, რომ ჩვენი კომპანია, უკვე რამდენიმე თვეა ქართულ ჯარს ამარაგებს საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული, საუკეთესო ხარისხის გაუყინავი ღორის ხორცით და პასუხისმგებლობასთან ერთად, ეს ჩვენთვის საამაყოა.

ჩვენმა კომპანიამ, შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში, ყველა პირობისა და მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შედეგად გაიმარჯვა და დღემდე პირნათლად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას. აღნიშნული ტენდერი , როგორც მოგეხსენებათ, არის ელექტორნული და ღია. მასში ყველას, ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს აქვს მონაწილეობის უფლება. ჩვენც სწორედ ასე, კანონის დაცვით და ჯანსაღი კონკურენციის პირობებში გავიმარჯვეთ"- აცხადებს ილიაევი.

მისივე თქმით, სიუჟეტში გამოთქმული დისკრიმინაციული მოსაზრებებიდან გამომდინარე, საკითხით სახალხო დამცველი და ბიზნესომბუდსმენი უნდა დაინტერესდნენ.

"მე, ზაალ ილიაევი ვარ სრულიად აპოლიტიკური პირი, ჩემს მიზანს არ წარმოადგენს რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა ან კრიტიკა, მე მხოლოდ ჩემს ადამიანურ და კონსტიტუციურ უფლებებს ვიცავ.

დავიბადე და გავიზარდე მცხეთის რაიონის სოფელ ძველ ქანდაში. ვარ ეთნიკურად ასურელი, სულით და ხორცით ქართველი და მაქვს ერთი სამშობლო – საქართველო. ჩემი წინაპრები (ასურელები) საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ საქართველოში და ჩვენი გაიგივება ოკუპანტ ძალასთან არის მიუღებელი და შეურაცხმყოფელი.

ვფიქრობ, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი, მათ შორის, პოლიტიკოსები უნდა მიესალმებოდნენ, თუკი ჩვენი თანამემამულეები დაბრუნდებიან სამშობლოში და აქ საქართველოში დაიწყებენ ბიზნესს.

თქვენ იცით, რომ რუსეთში მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს და მუშაობს. მათგან ბევრს აქვს ორმაგი მოქალაქეობა. სრულიად სამარცხვინო და მიუღებელია ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან რუსეთში მცხოვრები და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების პატრიოტიზმში ეჭვის შეტანა,საქართველოში რაიმე კანონიერი საქმიანობის აკრძალვა და ამ ნიშნით ადამიანის დისკრიმინაცია.

სიუჟეტში გამოთქმული დისკრიმინაციული მოსაზრებებიდან გამომდინარე, ვფიქრობ ამ საკითხით უნდა დაინტერესდეს სახალხო დამცველი, ბიზნესომბუდსმენი და სხვა შესაბამისი უფლებადამცველი ორგანიზაციები.

განსაკუთრებით აბსურდული და შეურაცხმყოფელია გამოთქმული ვარაუდი ჩემი კომპანიის მხრიდან ჯარის მოწმავლის შესაძლებლობაზე. აღნიშნული ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩემი, ჩემი კომპანიის და სახელმწიფოს დისკრედიტაციას.

ასევე, ფარისევლურია ეს განცხადებები იმ პირებისაგან, ვისი გუნდის წევრი და მინისტრი, სწორედ ორმაგი (რუსეთის) მოქალაქეობის მქონე პირი იყო.

მოვუწოდებ ყველას, ვინც ამ დისკრიმინაციული სიუჟეტით შეეცადა ჩირქი მოეცხო ჩემთვის და ჩემი კომპანიისთვის, ბოდიში მოიხადონ საჯაროდ და აღიარონ, რომ ჩვენ ვართ ამ ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქეები. წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებული გავხდები სასამართლოში ვუჩივლო სიუჟეტის შემოქმედ და მასში მონაწილე ყველა სუბიექტს"- აცხადებს ილიაევი.
http://kvira.ge/570802
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა