ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ისევ გაიზარდა და ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 757 დადასტურებული
შემთხვევა ფიქსირდება.
მათ შორის 600 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 გარდაიცვალა.
კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 3031 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 262 ადამიანი რჩება.

















