logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პრემიერი:  ჩვენი სოციალური დახმარების პროგრამა არ არის ერთჯერადი და პოპულისტური, ის გათვლილია 6 თვეზე - გარწმუნებთ ყველას მივეხმარებით
პრემიერი: ჩვენი სოციალური დახმარების პროგრამა არ არის ერთჯერადი და პოპულისტური, ის გათვლილია 6 თვეზე - გარწმუნებთ ყველას მივეხმარებით
19:09 29.05.2020
პირველი შემთხვევაა ქვეყანაში, როდესაც სახელმწიფო, სოციალური დახმარების თვალსაზრისით ადამიანს ეუბნება - 65 000-დან 100 000 ქულამდე ვისაც გაქვთ, გეხმარებით 600 ლარით, მაგრამ, ამასთან ერთად, თუ თქვენ ხართ მრავალშვილიანი, დამატებით კიდევ გაქვთ 600 ლარი, თუ თქვენ გყავთ შშმ პირი ოჯახში, დამატებით კიდე 600 ლარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი მდგრადი თემა, სოციალური დახმარების თვალსაზრისით, უბრალოდ, ამ ქვეყანაში არ გაკეთებულა.

„ელემენტარული არითმეტიკაა. ქვეყანაში არის 800 000 ადამიანი თვითდასაქმებული, ან არაფორმალურად დასაქმებული. აქედან, 600 000 ადამიანი მუშაობს და ცხოვრობს სოფლად. ეს არის სოფლის მეურნეობის ნაწილი. ახლა გეუბნებით, პროგრამა როგორ ფარავს ყველაფერს. პირველი, ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც ადასტურებს, რომ ჰქონდა შემოსავალი და აღარ აქვს, ელემენტარულად მივხედავთ, ვუხდით, დავიწყეთ და 52 000 ასეთ ადამიანს მივეცით. ამ 800 000-დან დიდი ნაწილი თვითდასაქმებული და არაფორმალურად დასაქმებული ვინც არის, არის სოფლად მცხოვრები გლეხი, რომელიც მიწაზე მუშაობს. მათ ვეუბნებით, რომ თქვენ, ჰექტარზე იღებთ 435 ლარის სუბსიდირებას და კიდევ ბევრ რაღაცას. ესეც გამოვაკელით. გარდა ამისა და მინდა გაითვალისწინოთ, 65 000-დან 100 000 ქულამდე სოციალურად დაუცველები, ძალიან დიდი ნაწილი არის იქაც თვითდასაქმებულის. ერთი რამ იცოდეთ, პირველი შემთხვევაა ქვეყანაში, როდესაც სახელმწიფო, სოციალური დახმარების თვალსაზრისით ადამიანს ეუბნება - 65 000-დან 100 000 ქულამდე ვისაც გაქვთ, მე გეხმარებით 600 ლარით, მაგრამ, ამასთან ერთად, თუ თქვენ ხართ მრავალშვილიანი, დამატებით კიდევ გაქვთ 600 ლარი, თუ თქვენ გყავთ შშმ პირი ოჯახში, დამატებით კიდე 600 ლარი. მსგავსი მდგრადი თემა, სოციალური დახმარების თვალსაზრისით, უბრალოდ, ამ ქვეყანაში არ გაკეთებულა. ასევე გულწრფელად გეტყვით, რომ ყველაფრის მიუხედავად, თვითდასაქმებულების, ან არაფორმალურად დასაქმებული ადამიანების ნაწილი, მართლა შეიძლება დაგვრჩეს. ეს ის ადამიანები იქნებიან, რომლებმაც მართლა დაკარგეს შემოსავალი, მაგრამ ვერ დაასაბუთეს. ასევე გპირდებით, აი აქ, ამ დარბაზში, აქეთა მხრიდან, ზოგიერთი კოლეგისგან ისეთი საინტერესო წინადადება მოვისმინე, მართლა მომეწონა. ეს ხო პროცესია და ხვდებით, რომ ჩვენი სოციალური დახმარების პროგრამა, არ არის ერთჯერადი და არ არის პოპულისტური. არის გათვლილი 6 თვეზე. შესაბამისად, გარწმუნებთ, რომ ყველას, ამ ხალხსაც მივეხმარებით. ოღონდ, ასევე დაიმახსოვრეთ კარგად, ამ დახმარებას რომ გავაკეთებთ, ზუსტად გაგახსენებთ იმ წინადადებებს, რომლებსაც თქვენ აქ გვეუბნებოდით. გამოვიყენებთ, ერთი თქვენი ძალიან საინტერესო წინადადება იყო, რომელიც უკიდურესად მომეწონა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა