logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 სოფელ მუშევანში PCR ტესტირების მეთოდით მოსახლეობის გაფართოებული შემოწმება ჩატარდა
სოფელ მუშევანში PCR ტესტირების მეთოდით მოსახლეობის გაფართოებული შემოწმება ჩატარდა
18:32 29.05.2020
დღეს სოფელ მუშევანში ეპიდემიოლოგებმა მოსახლეობის გაფართოებული Pჩღ ტესტირება განახორციელეს. სოფელში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტები იმყოფებოდნენ, რომლებმაც ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად მოქალაქეებს ბიოლოგიური ნიმუშები აუღეს. ადგილზე 9 ბრიგადა მუშაობდა. დღეს სოფელ მუშევანიდან ლუგარის კვლევით ცენტრში 574 საკვლევი მასალა გადაიგზავნა, რომელთა პასუხებიც ხვალ გახდება ცნობილი.

PCR ტესტის მეშვეობით, მოსახლეობის მასობრივი შემოწმების პროცესს დღეს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ესწრებოდნენ.

სოფელი მუშევანი 25 აპრილს ჩაიკეტა, ამ პერიოდის განმავლობაში კორონავირუსი 56 მოქალაქეს დაუდასტურდა, ყველა მათგანი სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს, არიან გამოჯანმრთელებულებიც.

დღესვე, ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, სოფელ მუშევანში მცხოვრებ ყველა ოჯახს, თვითმმართველობის წარმომადგენლებმა 100-ლარიანი სასურსათო პაკეტები გადასცეს.

,,სოფელ მუშევანში ეპიდსიტუაციის კონტროლისა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით, დღეს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტებმა მოსახლეობის პისიარ ტესტებით შემოწმება ჩაატარეს, ლუგარის ცენტრში სულ გამოსაკვლევად 574 ნიმუშია გადაგზავნილი.
მოგეხსენებათ, სოფელი მუშევანი ერთ-ერთია იმ ორი დასახლებიდან ,სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. სოფელი 25 აპრილს ჩაიკეტა, ჩვენი მოქალაქეები ზრუნვის გარეშე ერთი დღე არ დაგვიტოვებია. ამ დროის განმავლობაში არაერთი პრევენციული ღონისძიება გავატარეთ, პერიოდულად ვეხმარებოდით მოწყვლადი კატეგორიის ადამიანებს, თუმცა დღეს დავიწყეთ ყველა ოჯახისთვის 100-ლარიანი სასურსათო პაკეტების დარიგება. ყველაფერს აკეთებენ ეპიდემიოლოგები იმისთვის, რომ ამ სოფელში ეპიდსიტუაცია დასტაბილურდეს და ვიმედოვნებ, მუშევანიც მალე დაუბრუნდება ჩვეული ცხოვრების რიტმს",- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა