logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თბილისში 31 სანოტარო ბიურო ამოქმედდა
თბილისში 31 სანოტარო ბიურო ამოქმედდა
16:38 29.05.2020
სანოტარო ბიუროების ინპექტირებისა და შესაბამის ნოტარიუსებთან სამუშაო შეხვედრების გამართვის შედეგად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დღეისათვის თბილისში 31 სანოტარო ბიუროზე უკვე გასცა მუშაობის განახლების ნებართვა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ამოქმედებული სანოტარო ბიუროების სია იხილეთ ბმულზე: https://www.my.gov.ge/ka-ge/services/10/notary-service-without-reservation

რაც შეეხება დროებით სანოტარო ბიუროებს, ისინი my.gov.ge-ის მოქალაქის პორტალზე ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპით მუშაობას იმ დრომდე გააგრძელებენ, სანამ იმდენი სანოტარო ბიურო არ იქნება აღდგენილი, რამდენიც მოქალაქეებისათვის მომსახურების სათანადო ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს რეგიონებში სანოტარო ბიუროების გახსნის მიზნით, რის შესახებაც დამატებით ეცნობება საზოგადოებას. რეგიონის ნოტარიუსებისთვის შედარებით შეღავათიანი პირობები იქნება გათვალისწინებული.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, სანოტარო ბიუროების მუშაობის გასაახლებლად, აუცილებელია, სამუშაო სივრცე იძლეოდეს საშუალებას, სრულად იქნეს დაცული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, კორონავირუსთან დაკავშირებით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, რათა საფრთხე არ შეექმნას სერვისის მისაღებად მისული მოქალაქეებისა და ნოტარიუსების ჯანმრთელობას.

იმისათვის, რომ თბილისში სანოტარო ბიურომ ჩვეულ რეჟიმში მუშაობის უფლება მოიპოვოს, ნოტარიუსმა იუსტიციის სამინისტროს უნდა წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია იმის შესახებ, რომ მათი ბიურო აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

- ბიუროს საერთო ფართობი არის არანაკლებ 30 კვ. მეტრისა;

- სანოტარო ბიურო ან მისი ნაწილი არ მდებარეობს შენობის ნულოვანი ნიშნულის ქვევით;

- ნოტარიუსის სამუშაო ოთახი გამოყოფილია სხვა ოთახებისაგან და აქვს ფანჯარა;

- მოქალაქეთა მისაღები ან მოქალაქეთა მოსაცდელი სივრცის ფართობი არის არანაკლებ 15 კვ. მეტრისა და აქვს ფანჯარა, ხოლო თუ მოქალაქეთა მისაღები ან მოქალაქეთა მოსაცდელი სივრცე, ამავე დროს, ნოტარიუსის თანაშემწის სამუშაო ოთახია, მისი ფართობი არის არანაკლებ 20კვ. მეტრისა;

- მოქალაქის მოსაცდელად განკუთვნილი ოთახის მოპირდაპირე კედლებს შორის მანძილი არის არანაკლებ 3 მეტრისა;

- იმ სანოტარო ბიუროებში, სადაც თარჯიმანიც მუშაობს, მისთვის ცალკე ოთახია გამოყოფილი, სანოტარო ბიუროს საერთო ფართი კი არ არის 40 კვ. მეტრზე ნაკლები.

- იმ შემთხვევაში კი, თუკი ბიუროში ერთდროულად ნოტარიუსის ორზე მეტი თანამშრომელია (თანაშემწე, თარჯიმანი ან სხვა), სანოტარო ბიუროს საერთო ფართობი არის არანაკლებ 50 კვ. მეტრისა.

შესაბამისი დოკუმენტაციის (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, აზომვითი ნახაზი) სრულყოფილად წარდგენის შემდეგ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გასცემს ნებართვას ნოტარიუსზე სანოტარო ბიუროს გახსნის შესახებ. ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისას, იუსტიციის სამინისტრო ასევე იღებს მხედველობაში საქართველოში არსებული ყველა სანოტარო ბიუროს ინსპექტირების შედეგებს, რომლებიც მიმდინარე წლის აპრილ-მაისში ჩატარდა. ინსპექტირების ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ვიზიტი განხორციელდა 240-ზე მეტ სანოტარო ბიუროში, მოხდა ოთახების აღწერა და დასურათება.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობის 23 მარტის დადგენილების საფუძველზე, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა სანოტარო ბიურო მიმდინარე წლის 30 მარტიდან დაიხურა, თუმცა, იმისათვის, რომ აუცილებლობის შემთხვევაში მოქალაქეებს შესძლებოდათ სანოტარო სერვისის მიღება, 1-ლი აპრილიდან თბილისსა და რეგიონებში მოეწყო დროებითი სანოტარო ბიუროები. საქართველოს მასშტაბით, თბილისსა და რეგიონებში, სულ 14 დროებითი სანოტარო ბიუროა; 20 მაისიდან კი, საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვების შერბილების კვალდაკვალ, დროებითი სანოტარო ბიუროების პარალელურად, სანოტარო ბიუროები ფუნქციონირებას ეტაპობრივად, ჩვეულ რეჟიმში ანახლებენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა