logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ხატია წილოსანმა ახალი კორონავირუსის პანდემიით შექმნილ ვითარებაში სურსათის შეუფერხებელი მიწოდების საკითხები ონლაინ გამართულ შეხვედრაზე მონაწილე მხარეებთან ერთად განიხილა
ხატია წილოსანმა ახალი კორონავირუსის პანდემიით შექმნილ ვითარებაში სურსათის შეუფერხებელი მიწოდების საკითხები ონლაინ გამართულ შეხვედრაზე მონაწილე მხარეებთან ერთად განიხილა
13:44 29.05.2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა ახალი კორონავირუსის პანდემიით შექმნილ ვითარებაში სურსათის შეუფერხებელი მიწოდების საკითხები ონლაინ გამართულ შეხვედრაზე მონაწილე მხარეებთან ერთად განიხილა.

ხატია წილოსანმა შეხვედრის მონაწილეებს პანდემიის პირობებში საქართველოს მთავრობის მიერ სურსათის მარაგების კონტროლის და უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფისთვის განხორციელებული ღონისძიებები გააცნო. ხაზგასმით აღინიშნა ხორბლის მარაგების კუთხით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ქმედითი ნაბიჯების მნიშვნელობა. მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შემუშავებული პროგრამების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოსგან ფერმერები მნიშვნელოვან მხარდაჭერას არაერთი მიმართულებით იღებენ.

შეხვედრაში, რომელის ორგანიზატორი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) იყო, მონაწილეობდნენ FAO-ს ასისტენტ გენერალური დირექტორი, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული წარმომადგენელი ვლადიმერ რახმანინი, FAO-ს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული წარმომადგენელის მოადგილე რაიმუნდ იელე, FAO-ს ეკონომიკური და სოციალური განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მასიმო ტორერო, ხორვატიის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ტუგომირ მაჯდაკი, სომხეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არმან ხოჯოიანი, უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ტარას კაჩკა და კოპა კოჯეკას ვიცეპრეზიდენტი პაოლო გუეირა.
FAO-ს რეგიონულმა წარმომადგენელმა, ვლადიმერ რახმანინმა პანდემიის შემდგომ პერიოდში სოფლის მეურნეობაში ინოვაციური მიდგომების მნიშვნელობაზე ისაუბრა და პროდუქციის რეალიზაციის პროცესში ელექტრონული პლატფორმების დანერგვაზე გაამახვილა ყურადღება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა