logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თავდაცვის სამინისტრო "ტელეკომპანია პირველს" დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
თავდაცვის სამინისტრო "ტელეკომპანია პირველს" დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
11:22 28.05.2020
„ტელეკომპანია პირველის“ მიერ მომზადებული სიუჟეტი, რომელიც შეეხებოდა სამინისტროს მიერ თავდაცვის ძალების ღორის ხორცით მომარაგებას, შეიცავდა არაერთ მცდარ ინფორმაციას, უზუსტობას და მიზნად ისახავდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას"-ამის შესახებ თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ზოგადად, საზოგადოებისთვის გვსურს მკაფიოდ განვმარტოთ, რომ მინისტრის ერთ-ერთი პრიორიტეტია სამხედროების მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტით მომარაგება. შესაბამისად, ჯარი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად სრულად მარაგდება ქართული, გაუყინავი საქონლისა და ღორის ხორცით. ხოლო სიუჟეტში ნახსენები გაყინული ღორის ხორცი გამოიყენება ჯარისთვის სტრატეგიული მარაგების შესაქმნელად და იმ გამონაკლისი შემთხვევებისთვის, როდესაც კრიტიკულად აუცილებელია გაყინული ღორის ხორცის შესყიდვა. ხაზგასასმელია ისიც, რომ გაყინული ხორცის მარაგის შექმნის აუცილებლობა კიდევ უფრო გააძლიერა მსოფლიოში არსებულმა პანდემიამ. აქვე განვმარტავთ, რომ თავდაცვის უწყების სურსათით მომარაგებას ახორციელებს შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა“, რომელიც ასევე მოქმედებს კომერციული მიზნებიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს სხვა ობიექტების მომარაგებას.

კიდევ ერთი ტყუილი სიუჟეტში შეეხებოდა ინფორმაციას, თითქოს სახელმწიფო შესყიდვისას ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას თავდაცვის სამინისტრო ადგენს. არადა, უწყება მხოლოდ სატენდერო პირობებს განსაზღვრავს, ხოლო გამარჯვებულს შესყიდვების სააგენტოს სატენდერო კომისია ავლენს.

ასევე, მორიგი ფაქტობრივი ტყუილია ისიც, რომ თითქოს ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, ვალდებულებების შეუსრულებლობის მიუხედავად, ხელშეკრულების ღირებულების თანხა (706 200 ლარი) მიიღო, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან კომპანიას აღნიშნული ხელშეკრულებიდან არცერთი ლარი არ მიუღია.

ასევე, ყურადღება იყო გამახვილებული იმაზე, თითქოს ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, რომელმაც ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები არ შეასრულა, თავდაცვის სამინისტრო მიზანმიმართულად არ წყვეტს ხელშეკრულებას.

გვსურს განვმარტოთ, რომ შპს „სახელმწიფო კვებითმა უზრუნველყოფამ“ ჯერ კიდევ 30 მარტს ოფიციალური წერილით მიმართა შესყიდვების სააგენტოს კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიას აღნიშნულ გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. მიმართვის მიზეზი კი იყო ის, რომ 30 მარტის მდგომარეობით, არ განხორციელებულა მხარეთა შორის 2020 წლის 24 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული გაყინული ღორის ხორცის მოწოდება შპს „ლუკა 2005“-ისგან. მოცემული სწრაფი და დროული რეაგირება კიდევ ერთხელ ადასტურებს თავდაცვის სამინისტროში მოქმედი კონტროლისა და შემოწმების მექანიზმების ეფექტურ მუშაობასა და საქმიანობას.

შემდგომი გადაწყვეტილებები კი (ხელშეკრულების გაწყვეტა თუ სხვა) კანონით არ შედის თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილებაში და ეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კომპეტენციაა"-ნათქვამია განცხადებაში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა