logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: ამ ბრძოლაში შეაფასებენ საქართველოს, შეაფასებენ ქვეყანას და ჩვენ დღეს შეგვიძლია დავიმსახუროთ, რომ ეს შეფასება იყოს უაღრესად მაღალი
გიორგი გახარია: ამ ბრძოლაში შეაფასებენ საქართველოს, შეაფასებენ ქვეყანას და ჩვენ დღეს შეგვიძლია დავიმსახუროთ, რომ ეს შეფასება იყოს უაღრესად მაღალი
10:47 28.05.2020
ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენ ვართ გარდამავალი ეკონომიკა, ჩვენი ეკონომიკა არის საკმაოდ სუსტი. იმის მიუხედავად, რომ 2020 წლის ბიუჯეტი და ჩვენი ეკონომიკური მონაცემები იყო ძალზედ შთამბეჭდავი, ძალზედ დამაიმედებელი და ამას მე არ ვამბობ, ამას საერთაშორისო ოგანიზაციები ამბობენ - ეს კრიზისი, რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც, მოქალაქისთვისაც იყო უაღრესად მოულოდნელი, - ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც Covid-19-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა.

მისი თქმით, მოქალაქეს, ბიზნესს, კომპანიას, ოპოზიციას მათ შორის - შეუძლია ეს კრიზისი გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა.

„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ სახელმწიფოს, მოქალაქეს, ბიზნესს, კომპანიას, ოპოზიციას მათ შორის - შეუძლია ეს კრიზისი გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა. რეალურად ამისთვის ყველაფერი არის მზად. ჩვენ შეგვიძლია, რომ ის მეთოდები - მენეჯმენტის, სწრაფი, პროაქტიული ნაბიჯები, რომლებიც გადავდგით, გამოვიყენოთ არა მხოლოდ იმაში, რომ ან თვითკმაყოფილები ვიყოთ ან ის ხარვეზები ვერ დავინახოთ, რომლებიც, რა თქმა უნდა იყო - ყველა ინსტიტუტში და სისტემაში. არა მხოლოდ ამისთვის - არამედ იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ინსტიტუტები. გამოვიყენოთ ეს სამი თვე იმისთვის, რომ გაძლიერდეს ჯანდაცვის სისტემა, სოციალური სისტემა, გავაძლიეროთ ჩვენი ლაბორატორიების ქსელი, გავაძლიეროთ ჩვენი სამშენებლო სექტორი, გავაძლიეროთ ჩვენი საფინანსო სექტორი - ეს ყველაფერი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ გლობალურ კონკურენციაში - როდესაც გაჩნდება ვაქცინა, როდესაც მსოფლიო იქნება უკვე სხვა, როდესაც ყველა დაითვლის - აბა ვინ რა შედეგებით გამოვიდა ამ კრიზისიდან - საქართველო საშუალო განვითარების იმ დონიდან, რომელიც იყო როდესაც შევედით კრიზისში - რამდენიმე საფეხურით უფრო წინ იყოს. ეს ჩვენი შესაძლებლობა არ არის მხოლოდ - ეს არის ჩვენი ვალდებულება. ჩვენ ამ ვალდებულებიდან გამომდინარე ვდგამდით და ვდგამთ ყოველთვის ფრთხილ ნაბიჯებს, რ ამეთუ გვესმის ამ პასუხისმგებლობის მნიშვნელობა პირველ რიგში ქვეყნის, ჩვენი მოქალაქის და ქვეყნის შემდგომი განვითარების წინაშე. საბოლოოდ მინდა გითხრათ, რომ ეფექტური სახელმწიფოები ყალიბდებიან სწორედ მსგავსი გამოწვევების პირობებში - რამდენად ერთიანად და რამდენად ეფექტურად შეძლებენ, რომ პასუხი გასცენ მსგავს გლობალურ გამოწვევებს. ეს არ არის საქართველოს კრიზისი. ეს არ არის რომელიმე რეგიონის კრიზისი. ეს არის გლობალური კრიზისი და ეს არ არის კრიზისი, რომელიც დამთავრდა. არავინ, იცის ეს როდის დამთავრდება. ამიტომ, როგორი იქნება ჩვენი პასუხი ამ კრიზისზე, ეს თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა და ეს ის შემთხვევაა, როდესაც კინკლაობას, ურთიერთგადაბრალებას, რაღაც გაურკვეველ ჭიდაობას არანაირი აზრი არ ექნება. როდესაც გარკვეული დროის შემდგომ ადამიანები შეაფასებენ, რა გააკეთა საქართველომ კოვიდთან - გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში, შეაფასებენ საქართველოს - არც მმართველ ძალას, არც ოპოზიციას ცალკე აღებულს, არც ექიმს, არც ეპიდემიოლოგს, არც პოლიციელს და არც მინისტრს - შეაფასებენ ქვეყანას და ეს არის ის შეფასება, რომელიც ჩვენ დღეს შეგვიძლია დავიმსახუროთ უაღრესად მაღალი. მოგიწოდებთ თითოეულ თქვენგანს, მთავრობის ყველა წევრს, ჩვენს მოქალაქეებს, ოპოზიციას, რომელიც ასევე ხელისუფლების ნაწილია - ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაღაც მომენტში გვქონდეს შესაძლებლობა, ვიამაყოთ ერთმანეთითაც და ვიამაყოთ ქვეყნისთვის, რომ ჩვენ შევძელით სხვებთან შედარებით სხვა თანაბარ პირობებში ჩვენი რესურსის გათალისწინებით ვყოფილიყავით ყველაზე ეფექტურები და ეს ეფექტურობა გამოვიყენეთ პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების ინტერესებისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა