logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გენადი მარგველაშვილი: პედაგოგებმა მოახერხეს თითქოს შეუძლებელი - ციფრულ ტექნოლოგიებზე  ძალიან მოკლე დროში გადასვლა, რაც  „ქართულო ოცნების“  გუნდის დამსახურებაა
გენადი მარგველაშვილი: პედაგოგებმა მოახერხეს თითქოს შეუძლებელი - ციფრულ ტექნოლოგიებზე ძალიან მოკლე დროში გადასვლა, რაც „ქართულო ოცნების“ გუნდის დამსახურებაა
21:24 27.05.2020
"პედაგოგებმა მოახერხეს თითქოს შეუძლებელი - ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლა ძალიან მოკლე დროში, რაც ჩვენი გუნდის, "ქართულო ოცნების გუნდის დამსახურებაა, რომელმაც პედაგოგებს მისცა ღირსება უამრავი სხვადასხვა მოტივაციიდან გამომდინარე - იქნება ეს მატერიალური მოტივაცია, თუ მორალური კომპენსაცია, იქედან

გამომდინარე, თუ რა დღეშიც იყვნენ ისინი მანამდე", - განაცხადა განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გენადი მარგველაშვილმა პლენარულ სხდომაზე, სადაც პარლამენტი COVID-19- ის მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით მთავრობის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მიმართვას ისმენს.



მისივე თქმით, დისტანციურმა სწავლებამ და განათლების ტელევიზიამ სრულფასოვნად იმუშავა და ამას მოწმობს ის, რომ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებიდან გამომდინარე პრობლემა პრაქტიკულად არ შექმნილა.



"გაეროს მდგრადი განვითარების განათლების მიზნები გვეუბნება, რომ სწავლება უნდა მიმდინარეობდეს უწყვეტად, ხარისხიანად და თანაბარი წვდომადობით", - განაცხადა განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ.



გენადი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯებით მიღწეული იქნა მნიშვნელოვანი შედეგები.



"ჩვენ თავიდან ავიცილეთ სასწავლო წლის აკადემიურ წლად გამოცხადება; შეიქმნა ელექტრონული რესურსი, რომელიც სამომავლოდ დახვეწილი სახით შეიძლება გვაძლევდეს განათლების ერთ-ერთ ფორმას - დისტანციურ სწავლებას და ელექტრონულ განათლებას; ჩამოყალიბდა განათლების ტელევიზია, რომელიც კიდევ უფრო დაიხვეწება და გაძლიერდება ეროვნული სასწავლო გეგმების სტანდარტების შესაბამისად და მივიღეთ საერთაშორისო აღიარება", - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.​






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა