ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ისევ გაიზარდა და ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 732 დადასტურებული
შემთხვევა ფიქსირდება.
მათ შორის 537 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 გარდაიცვალა.
კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 3076 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 300 ადამიანი რჩება.

















