logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია მეზვრიშვილი: დადგენილებაში ჩაწერილი 15 ივლისი არ ნიშნავს იმას, რომ არ შეიძლება საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო ადრე ამუშავდეს, ამისთვის ყველაფერი კეთდება
ნათია მეზვრიშვილი: დადგენილებაში ჩაწერილი 15 ივლისი არ ნიშნავს იმას, რომ არ შეიძლება საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო ადრე ამუშავდეს, ამისთვის ყველაფერი კეთდება
16:20 25.05.2020
შეზღუდვების ერთიანად მოხსნამ და არათანმიმდევრულმა ქმედებამ შესაძლოა ბევრი ნაბიჯით უკან დაგვაბრუნოს და მიღწეული შედეგები წყალში ჩაგვეყაროს, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა განმარტა, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, 23 მაისიდან, საკმაოდ ბევრი შეზღუდვა, რომელიც მოქალაქეების წუხილს იწვევდა და მათ დისკომფორტს უქმნიდა, გაუქმდა.

„გაუქმდა კომენდანტის საათი, მოიხსნა 3-კაციანი შეზღუდვა ავტომობილით გადაადგილებაზე და ა.შ., ბევრი ეკონომიკური საქმიანობა, გეგმით გათვალისწინებულზე ადრე ამუშავდა და გაიხსნა. ეს ყველაფერი მოხდა რა თქმა უნდა ეპიდემიოლოგებისა და ექსპერტების რეკომენდაციებზე დაყრდნობით, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცხოვრებას ჯერ კიდევ ვაგრძელებთ ვირუსის პირობებში. სწორედ, ამით იყო განპირობებული ის, რომ მიუხედავად საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისა, 23 მაისიდან გარკვეული შეზღუდვები შენარჩუნდა, მათ შორის: გარკვეულ ეკონომიკურ საქმიანობებზე, საჯარო დაწესებულებებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. გარკვეულ მუნიციპალიტეტებში ჯერ კიდევ არ არის დასტაბილურებული სიტუაცია ისე, რომ ჩვენ საკარანტინო რეჟიმის მოხსნის საშუალება გვქონდეს, შესაბამისად, ერთბაშად ვერ მოვხსნით ყველა შეზღუდვას“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი გამოეხმაურა საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით მთავრობის დადგენილებაში ჩაწერილი 15 ივლისის არასწორ ინტერპრეტაციას და განაცხადა, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უსაფრთხოდ და რაც შეიძლება სწრაფად ამუშავდეს.

„ჩვენ ფრთხილ ნაბიჯებს ვდგამთ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილი არასდროს არ არის. არასწორად იყო ინტერპრეტირებული მთავრობის დადგენილებაში ჩაწერილი 15 ივლისი. უბრალოდ, პროცედურულად, სხვაგვარად შეუძლებელი იყო, იმიტომ რომ კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო მოქმედებს 15 ივლისამდე და შესაბამისად, დადგენილებაში უფრო ადრე ან უფრო გვიანი ვადა ვერ ჩაიწერებოდა, რაც არ ნიშნავს იმას, რომ არ შეიძლება საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო ადრე ამუშავდეს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორი მდგომარეობა გვექნება, ამაზე დღეს შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა. ვმუშაობთ შესაბამის რეკომენდაციებზე. მხოლოდ ტექნიკური მზაობა, ანუ ის, რომ ტრანსპორტი არსებობს და ამუშავებისთვის მზადაა, საერთო მზაობისთვის საკმარისი არ არის. საჭიროა შესაბამისი რეკომენდაციები, მათ შორის, ვმსჯელობთ, რა თანმიმდევრობით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის რომელი სახეობები ავამუშაოთ, იქნება ეს ერთბაშად თუ ეტაპობრივად. პირბადე იქნება სავალდებულო, ალბათ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოცულობის მიხედვით, გარკვეულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ მგზავრთა რაოდენობასთან დაკავშირებითაც და ამ დეტალებზე მსჯელობა მიმდინარეობს. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ 15 ივლისამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდეს, რადგან კარგად გვესმის, რამხელა დისკომფოტია ეს მოქალაქეებისთვის. ბევრი მნიშვნელოვანი შეზღუდვა მოვხსენით, რომელიც მათ შორის სოციალურ დისტანციასთან და მობილობასთან იყო დაკავშირებული. ჩვენ ამ საკითხს საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით, ასე რომ მოქალაქეებმაც სწორად უნდა გაგვიგონ, ჰქონდეთ ამ საკითხში მთავრობის ნდობა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე დეტალებს გავასაჯაროებთ,“- აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა