logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თხილის მოსავლის დაცვის მიზნით აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა ამ პერიოდში უნდა ჩატარდეს
თხილის მოსავლის დაცვის მიზნით აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა ამ პერიოდში უნდა ჩატარდეს
14:10 25.05.2020
ქვეყანაში შექმნილი ვითარების მიუხედავად, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები შეუფერხებლად მიმდინარეობს. დასავლეთ საქართველოში მავნებლის რიცხოვნობის და არეალის დადგენის მიზნით მონიტორინგი აქტიურად ხორციელდება. მონიტორინგის შედეგებით, მავნებელი, მისი ბიოლოგიური ციკლიდან გამომდინარე, ახლა იწყებს კვერცხდებას და გამრავლებას. შესაბამისად, ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფერმერების ჩართულობა და შეწამვლის სამუშაოების დროულად და სწორად ჩატარება.

მიუხედავად იმისა, რომ მავნებლის რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, მას თხილის მოსავლის დაზიანება ნებისმიერ დროს შეუძლია.

სურსათის ეროვნული სააგენტო, „თხილის გადარჩენის პროგრამის“ ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან, რომელშიც ათი ათასობით მეთხილე ფერმერია გაწევრიანებული. ფერმერთა ჯგუფები რეკომენდაციებს იღებენ 150 აგრონომ-კონსულტანტისაგან. შეწამვლითი სამუშაოებისათვის გამოყოფილია 2500 სპეციალური შესაწამლი აგრეგატი.

ასოციაციაში განმარტავენ, რომ დასავლეთ საქართველოში ფერმერები აგროსამუშაოებს აგროკონსულტანტების რეკომენდაციებით აქტიურად ახორციელებენ. თუმცა, იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ თხილის მოსავლის დაზიანება და შენარჩუნდეს და გაუმჯობესდეს შარშან მიღწეული შედეგები, უმნიშვნელოვანესია, ინტენსიურად გაგრძელდეს მოსავლის დაცვის ღონისძიებები და სოკოვან დაავადებებთან ერთად, სწორედ ამ პერიოდში ჩატარდეს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა შემუშავებული სქემის მიხედვით.

„თხილის გადარჩენის პროგრამა“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან“ ერთად 2019 წელს შეიმუშავა. პროგრამის ფარგლებში ჩატარდა კომპლექსური ღონისძიებები (სახელმწიფომ ასოციაციას გადასცა შესაწამლი აპარატები, რომლითაც ისარგებლეს ფერმერებმა, აგროკონსულტანტების მონაწილეობით ჩატარდა მასშტაბური საკონსულტაციო სამუშაოები). სახელმწიფოს და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობის შედეგად 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, ფერმერებმა თხილის კარგი მოსავალი მიიღეს..

აზიური ფაროსანას მონიტორინგის მიზნით, USAID/საქართველომ თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (G-HIP) ფარგლებში, სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმდინარე წელს 104 ათასი ფერომონი (მავნებლის მოსაზიდი) გადასცა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა