საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა დღეს კახეთს ეწვევა.
როგორც „ნიუსპრესს“ კულტურის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრი
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორ ნიკოლოზ ვაჩეიშვილთან ერთად, უჯარმის ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნობა.
რურუა ასევე, გრემის არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ ძველ აბანოს დაათვალიერებს, სადაც აბანოს კონსერვაცია უკვე დასრულდა.
ვიზიტის ბოლოს კულტურის მინისტრი ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელწიფო მუზუემს ესტუმრება. რურუა მუზეუმის თანამშრომლებთან ერთად მოსახლეობასაც შეხვდება.
მინისტი მუზეუმს რესტავრირებულ ექსპონატებს, საოფისე ავეჯს, სამუსიკო სკოლების გაერთიანებას ორ პიანინოს გადასცემს, ხოლო სამუსიკო სკოლის პედაგოგებს „დამსახურებული პედაგოგის“ წოდებას მიანიჭებს.

















