ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ისევ გაიზარდა და ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 730 დადასტურებული
შემთხვევა ფიქსირდება.
მათ შორის 522 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 გარდაიცვალა.
კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 3076 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 326 ადამიანი რჩება.

















