თბილისის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტროენრგია შეეზღუდება. როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, შუქი 10-დან 13:00 საათამდე ვარკეთილის
მასივის X კვარტლის ნაწილს, ვარკეთილის მასივის სამხედრო დასახლების X კვარტალს, შუამთის, კალაუბნის და მიმდებარე ქუჩებს გაეთიშება.
ელექტროენერგიის მიწოდება 12-დან 17:00 საათამდე ლესელიძის, აფხაზის, ვერცხლის, ყავლაშვილის და ავლევის ქუჩებს შეეზღუდება.

















