logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნინო წილოსანი: ტყის კოდექსის მიღებით ქვეყანაში სრულდება ტყის გამოყენების მავნებლური პრაქტიკა
ნინო წილოსანი: ტყის კოდექსის მიღებით ქვეყანაში სრულდება ტყის გამოყენების მავნებლური პრაქტიკა
15:20 22.05.2020
„დღეს ჩვენ ტყის კოდექსს ვიღებთ და ეს არის სექტორის რეფორმის დასაწყისი. ამით ათწლეულების მანძილზე ტყის დაცვის, ტყის მოვლის და მისი გამოყენების მავნებლური პრაქტიკა ქვეყანაში სრულდება და გადავდივართ ახალ ევროპულ სტანდარტებზე“,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ნინო წილოსანმა კოდექსის შემუშავებაში გაწეული მხარდაჭერისთვის გერმანიის ელჩს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ჰუბერტ ქნირშის პლენარულ სხდომაზე დასწრება კიდევ ერთხელ ადასტურებს გერმანიის მთავრობის მხარდაჭერას სექტორის რეფორმის მიმართ.

„საერთაშორისო ექსპერტების, ჩვენი მეგობარი დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ამ თემით დაინტერესებული პირების და სამინისტროში გარემოს და ბუნების დაცვაზე თავდადებული ადამიანების დახმარებით, ჩვენ მივიღებთ კანონმდებლობას, რომელიც კრძალავს ტყის უსამართლო ჭრის და ლიცენზიების მავნე პრაქტიკას, უზრუნველყოფს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტყის ინვენტარიზაციას, სავალდებულო მოთხოვნად აწესებს ტყის მოვლის სამოქმედო გეგმების შემუშავებას, აჩენს ტყის მდგრადი მართვის სამართლებრივ საფუძვლებს, ახდენს ტყის კატეგორიზაციას, ტყეების მრავალფუნქციურობიდან გამომდინარე, იძლევა საშუალებას, როგორც მერქნული, ასევე, არა მერქნული რესურსების გამოყენების, ტყის მართვის ორგანო ხე-ტყის დამზადებას განახორციელებს უკვე ტყის მართვის ინტერესებიდან გამომდინარე და იფუნქციონირებს სამეურნეო ეზოები, სადაც მოხდება ტყის რესურსის დამზადება, რომელსაც ექნება როგორც სოციალური, ასევე, ეკონომიკური ეფექტი“,- განმარტა ნინო წილოსანმა.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, რეფორმაზე მუშაობის პროცესი ხანგრძლივი და მასშტაბური იყო და ტყის კოდექსი „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების“ (GIZ) დახმარებით შემუშავდა. მისივე განმარტებით, კანონპროექტი, მისი ტექსტი, სტანდარტები და რეგულაციები ყველა სტეიკჰოლდერთან არის შეთანხმებული.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მივიღოთ კანონპროექტი, რომელიც არის ყველას ინტერესში, რომელიც იცავს ყველას ინტერესს და რაც მთავარია, იცავს გარემოს დაცვით პრინციპებს და ჩვენი ქვეყნის ეკოსისტემას“,- აღნიშნა ნინო წილოსანმა.

მისივე განცხადებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინიციატივით, კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა, რომელიც 3500 ჰექტარი ტყის მასივზე მეტყევის არსებობის აუცილებლობას ითვალისწინებს.

„არსებული ცვლილება, მეტყევეების რაოდენობას, დაახლოებით, გააორმაგებს, რეგიონების მასშტაბით დასაქმებული პროფესიონალი ადამიანების რაოდენობას გაზრდის, მათ შორის, პროფესიული განათლების მიმღებთათვისაც იქნება დასაქმების შესაძლებლობა“,- განაცხადა დეპუტატმა.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა