logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, ნინო თანდილაშვილმა ტყის ახალი კოდექსი მესამე მოსმენით განსახილველად წარადგინა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, ნინო თანდილაშვილმა ტყის ახალი კოდექსი მესამე მოსმენით განსახილველად წარადგინა
17:06 20.05.2020
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა ტყის ახალი კოდექსი მესამე მოსმენით განსახილველად წარადგინა.

კოდექსი სატყეო სექტორის რეფორმის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რომელიც 6 წლიანი სამუშაო პროცესის შედეგად მომზადდა ევროკავშირის, მსოფლიო ბანკის და გერმანიის მთავრობის დახმარებით. კანონპროექტი, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გარდა, საქართველოს პარლამენტის მიერ 2013 წელს დამტკიცებულ ეროვნულ სატყეო კონცეფციას და სამთავრობო გეგმებს პასუხობს. ის ამკვიდრებს ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს. კანონპროექტის ავტორია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. მასზე ძირითადად ქართველმა მეტყევე სპეციალისტებმა და იურისტებმა იმუშავეს.

რამდენიმე დღეში პარლამენტში დაგეგმილ სესიაზე ტყის ახალი კოდექსის ფინალური, მესამე მოსმენა გაიმართება.

კანონპროექტის მთავარი მიზანია მდგრადი და მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობის დამკვიდრება, ტყის ეკოსისტემების შენარჩუნება და დაცვა, სოციალური და ეკონომიკური სარგებლის გონივრული გამოყენება. აღნიშნულის მიზნით:

1. შეიქმნება სატყეო მეურნეობები. ე.წ. ,,სოციალური ჭრა“ ეტაპობრივად შეიცვლება სატყეო მეურნეობების აღდგენით;

2. სატყეო მეურნეობები და რეფორმა ხელს შეუწყობს ტყეების აღდგენას, მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლისა და ხანძარსაწინააღმდეგო ქმედებების ეფექტიანად განხორციელებას;

3. ტყის მართვაში სავალდებულო ხდება მეტყევისა და სატყეო საქმის სპეციალისტების მონაწილეობა. გაიზრდება რეგიონში დასაქმებულთა რაოდენობა. ხელი შეეწყობა რეგიონებში მიგრაციის პრობლემის მოგვარებას. მოგვარდება სატყეო დარგიდან პროფესიონალი კადრების გადინების პრობლემა.

4. ტყიდან ფიჩხის, სოკოსა და სხვა არამერქნული პროდუქტების პირადი სარგებლობა უსასყიდლოდ განხორციელდება;

5. მუნიციპალიტეტებში შეიქმნება საქმიანი ეზოები, შესაბამისად გაჩნდება ლეგალური წვდომა სამასალე და საშეშე მერქანზე, ეს ასევე ხელს შეუწყობს რეგიონებში მოსახლეობის დასაქმებას; წახალისდება ენერგოეფექტური ქმედებები ბიომასის წარმოების ხელშეწყობის გზით.

6. ინერგება ტყეების მისი ფუნქციური დანიშნულების მიხედვით კატეგორიებად დაყოფის საერთაშორისო პრაქტიკა; შედეგად, გაიზრდება ტყეების მრავალფუნქციური გამოყენება, რაც ასევე გულისხმობს რეკრეაციული, ასევე ეკო-ტურისტული პოტენციალის ათვისებასა და განვითარებას. გარდა ამისა, ხელი შეეწყობა ტყის ეკოსისტემების დაცვას;

7. დასაშვები ხდება არამერქნული რესურსებით (ხილი, კენკრა, სამკურნალო მცენარეები...) სარგებლობა კომერციული დანიშნულებით, რაც გაზრდის სატყეო სექტორში დასაქმებასა და შემოსავლებს ბიუჯეტში. შედეგად, განვითარდება მცირე საწარმოები და გაიზრდება სოფლად მცხოვრებ პირთა შემოსავლები;

8. ახალი კოდექსით უქმდება ტყის ფონდის ცნება და შემოდის FAO-სთან მისადაგებული ტყის განმარტება. იცვლება საკუთრების ფორმები. საქართველოს ტყე გააერთიანებს - სახელმწიფო, მუნიციპალურ და კერძო საკუთრებაში არსებულ ტყეებს და მათი რესურსების ერთობლიობას; ახალი განმარტება თავის მხრივ იწვევს ტყის კერძო საკუთრების ფორმის გაჩენასაც (ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული არ ითვალისწინებს ტყეების განკერძოებას, არამედ გარკვეული კერძო ნაკვეთები, მფლობელის სურვილის შემთხვევაში, შესაძლოა ტყის სტატუსის ქვეშ აღმოჩნდეს!).

9. უქმდება ხე-ტყის გრძელვადიანი ლიცენზიების გაცემის წესი და ტყის მიჩენის წესით სარგებლობა;

10. მკვიდრდება საერთაშორისოდ აღიარებული ტყეების ეროვნული აღრიცხვის და ტყის საინფორმაციო ერთიანი სისტემა, რომელიც ქვეყანას დაეხმარება პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში და გამართული საერთაშორისო ანგარიშგების განხორციელებაში;

11. სავალდებულო ხდება ტყის მართვის 10 წლიანი გეგმების მიხედვით ტყით სარგებლობა, მოვლა და აღდგენა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა