logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თბილისი-რუსთავის მარშრუტზე თანამედროვე საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს
თბილისი-რუსთავის მარშრუტზე თანამედროვე საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს
13:14 20.05.2020
თბილისი-რუსთავის მარშრუტზე კომფორტული და მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაინიშნება და იქ მუნიციპალიტეტის მიერ ბოლო პერიოდში შესყიდული ახალი ავტობუსები იმოძრავებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ მარშრუტზე შესაბამისი ინტენსივობის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრთა არსებული ნაკადის მომსახურება შესაძლებელი გახდება, რაც წლების განმავლობაში გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა.

კახა კალაძემ ზუსტი მარშრუტის, საწყისი და საბოლოო წერტილების, ასევე, გაჩერებების იდენტიფიცირებისა და დამუშავების პროცესის დაწყება მერის მოადგილე მაია ბითაძეს დაავალა.

"ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სატრანსპორტო პოლიტიკა. საზოგადოებამ კარგად იცის ჩვენი მიდგომები იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს ყველაზე მოწესრიგებული, სწრაფი და კომფორტული. ჩვენ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით ამ მიმართულებით, დავიწყეთ ავტობუსების პარკის განახლება, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იყო. წლის ბოლომდე ე.წ. ყვითელი ავტობუსები მთლიანად იქნება ჩანაცვლებული, რადგან მათ ყველანაირი რესურსი ამოწურეს. ამ რეფორმაში აზიის განვითარების ბანკი გვეხმარება, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბით, ტრანსპორტის განვითარების გენერალურ გეგმას ამუშავებს, რათა ვიცოდეთ კავშირები, ქსელები, ველობილიკები, ახალი გზები, ხიდები. გარდა ამისა, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი გვეხმარება, რომ ავტობუსების ქსელები და მიმართულებები იყოს შემუშავებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აღნიშნული კვლევების ფარგლებში, ვმუშაობდით იმაზე, რომ თბილისთან ახლოს მყოფი ქალაქები მოგვეკვლია და მასთან კავშირები განგვესაზღვრა. ერთ-ერთი ასეთია თბილისი-რუსთავის კავშირი, რომელიც საკმაოდ დატვირთულია. დღის განმავლობაში, ამ მიმართულებით, 30 000 ადამიანი გადაადგილდება", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისი-რუსთავის მარშრუტზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნის შესახებ დედაქალაქის მერიაში არაერთი მოთხოვნა შედის.

"ბევრი წერილი შემოდის ახალგაზრდების მხრიდან, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობა თბილისი-რუსთავის გზაზე სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს იმ ადამიანებისთვის, ვისაც ყოველდღიურად უწევს თბილისიდან რუსთავში ჩამოსვლა და პირიქით, რუსთავიდან თბილისში გადაადგილება. მინდა, მაია ბითაძეს დავავალო, ძალიან სწრაფად იქნეს წარმოდგენილი სრულყოფილი გეგმა და წერტილები, საიდან უნდა მოხდეს ავტობუსების გასვლა რუსთავის მიმართულებით. დედაქალაქის მერია აიღებს ამ პასუხისმგებლობას და თბილისი-რუსთავის მარშრუტზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი - განახლებული, ახალი ავტობუსები იმოძრავებს, როგორიც თბილისის მოსახლეობას ემსახურება", - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების პარკის განახლების გეგმას კიდევ ერთხელ შეეხო და შესყიდვების პროცესის შეფერხების მიზეზები განმარტა.

"შესყიდვები დაწყებული გვაქვს და ახლა ველოდებით 12-მეტრიან ავტობუსებს, რომელიც დედაქალაქში შემოსვლას მალე დაიწყებს. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში, ვაპირებთ კიდევ 100 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვას და შემდეგი იქნება უკვე 18-მეტრიანი 200 ერთეული ავტობუსის შესყიდვა. ყველა ამ ღონისძიებით მოწესრიგდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი და იქნება ისეთი, როგორც არასდროს. ჩვენ ვიქნებით ის ადამიანები, ვინც შეძლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრულად მოწესრიგებას. გარდა ამისა, მიკროავტობუსების ჩანაცვლება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გადაწყვეტილებაც მიღებული იყო და პანდემიასთან დაკავშირებული სიტუაციის გამო, ტენდერი დროებით შევაჩერეთ. მიკროავტობუსების შესყიდვის პროცესი აუცილებლად განახლდება და მიკროავტობუსებიც იქნება მოწესრიგებული. ამ პროექტების განხორციელების პარალელურად, ასევე, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს, შეიქმნას საავტობუსე ზოლები იმისთვის, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა შეფერხების გარეშე იმოძრაოს", - განაცხადა თბილისის მერმა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა