logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ქეთევან დედოფლის გამზირისა და ბარათაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება
ქეთევან დედოფლის გამზირისა და ბარათაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება
13:12 20.05.2020
თბილისის მერია ქეთევან დედოფლის გამზირისა და ბარათაშვილის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ქალაქში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრაქსტრუქტურული პროექტები მსოფლიო პანდემიის მიუხედავად, ერთი წუთითაც არ შეჩერებულა.

"თბილისის მერიას ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ჰქონდა ტენდერი. გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია და მასთან უახლოებს მომავალში ხელშეკრულება გაფორმდება, რის შემდეგაც კონკრეტული სამუშაოებიი დაიწყება. საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, სარეაბილიტაციო არეალი მეტროსადგურ "ავლაბრის" მიმდებარე ტერიტორიიდან იწყება და ლეხ კაჩინსკის ქუჩასთან სრულდება, რაც დაახლოებით, ორ კილომეტრს შეადგენს", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული ტერიტორია მძიმე მდგომარეობაშია. მოუწესრიგებელია მიწისქვეშა კომუნიკაციები. ასევე, დაზიანებულია გზაზე არსებული ასფალტობეტონის საფარი.

"პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანიაღვრე ქსელს და მიწისქვეშა კომუნიკაციებს, რის შესახებაც, თბილისის მერია კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან" შეხვედრას გამართავს. ასევე, მოეწყობა ახალი ბორდიური და ტროტუარები. მიწის ქვეშ მოექცევა ელექტროგადამცემი ხაზები, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და დამონტაჟდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი LED განათების სისტემა ", - აღნიშნა კახა კალაძემ.

რეაბილიტაციის ფარგლებში, ასევე, მოეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის სპეციალურად გამოყოფილი ზოლები (ე.წ. ბასლეინები) და ველობილიკი სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება და ექვს თვეში დასრულდება.

პროექტის განსახორციელებლად, თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 4 670 999 ლარი დაიხარჯება. ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციას კომპანია "ენ სი სი" განახორციელებს.

თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე ბარათაშვილის ქუჩის რეაბილიტაციაზეც ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, სამუშაოები ხიდიდან ორბელიანის მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე ჩატარდება.

"როგორც იცით, კაპიტალური რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა ბარათაშვილის აღმართს. ის მართლაც უნიკალური გამოვიდა, ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია ჩვენს დედაქალაქში. ასევე, სრულად განახლდა ბარათაშვილის ხიდი და ორბელიანის მოედანი. რამდენიმე დღეში კი ბარათაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყება", - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, შეიცვლება ასფალტის საფარი, ტროტუარები მოპირკეთდება ბუნებრივი ქვის ფილებით, ელექტროსადენები მიწის ქვეშ განთავსდება და თანამდეროვე, LED განათების სისტემა დამონტაჟდება. ბარათაშვილის ქუჩის რეაბილიტაციას თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა