logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 ჭავჭავაძის გამზირისა და ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა
ჭავჭავაძის გამზირისა და ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა
13:04 20.05.2020
თბილისში ორი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი - ჭავჭავაძის გამზირისა და ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ჭავჭავაძის გამზირზე სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს - ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ასფალტის ბოლო ფენა მიმდინარე კვირის ბოლომდე დაიგება.

"გასულ წელს დავიწყეთ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია, რომელიც დასასრულს უახლოვდება. ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, საკომუნიკაციო ჭების თავები წამოწეულია და გამზადებულია, რომ ასფალტის ბოლო ფენა დაიგოს. ეს პროცესი ხვალ საღამოს დაიწყება და კვირის ბოლომდე ატენის ქუჩამდე არსებული საგზაო მონაკვეთი მთლიანად დასრულდება. ამ სამუშაოების პარალელურად, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიწისქვეშა კომუნიკაციების ცვლილება დასრულებულია. იქაც ქვედა ფენებში გზა მოეწყო და დროებითი საგზაო მონიშვნებიც დაიხაზა. ჭავჭავაძის გამზირი დაახლოებით, სამი კილომეტრია, რომელიც მთლიანად განახლდება და ულამაზესი პროექტი გამოვა", - აღნიშნა კახა კალაძემ.

საერთო ჯამში, ჭავჭავაძის გამზირზე ასფალტის საფარი 60 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება. პროექტის ფარგლებში, შეიცვალა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სანიაღვრე ქსელს. მოეწყო ბორდიური, ტროტუარი კი ბუნებრივი ქვის ფილებით მოპირკეთდა.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, შშმ პირთათვის გამზირის სრული ადაპტირება ხდება. გარე განათების ქსელი სრულად შეიცვალა, ელექტროსადენები კი მიწის ქვეშ მოექცა. ასევე, დამონტაჟდა სახანძრო ჰიდრანტები, ნარჩენების შემკრები კონტეინერები, მოეწყო ახალი გაჩერებები და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი სპეციალური ზოლები. გამზირზე ეწყობა ველობილიკიც. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია "ჯეუ გრუპი" ასრულებს.

რაც შეეხება ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების კაპიტალურ რეაბილიტაციას, დედაქალაქის მერის თქმით, აქაც ასფალტის საფარის ზედა ფენა იგება და სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება.

"მინდა, ასევე ვისაუბრო გლდანში, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოებზე, რომელიც ასევე, დასასრულს უახლოვდება და იქაც უკვე ასფალტის ბოლო ფენების დაგება მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სპეციალური საავტობუსე ზოლები, გაფართოვდა ტროტუარები, რომ მოქალაქეებმა ფეხით გადაადგილება უპრობლემოდ შეძლონ. ასევე, მოეწყობა ველობილიკები, განათების ბოძები დამონტაჟდება. საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა. მიწისქვეშა კომუნიკაციები აქაც მთლიანად შეიცვალა, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა თბილისის მერმა.

პროექტის ფარგლებში, შეიცვალა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა ამორტიზებულ სანიაღვრე ქსელს და ტროტუარებს; მოეწყო საავტომობილო გზის სავალი ნაწილი, გარე განათების ქსელი და საკომუნიკაციო სადენები მიწის ქვეშ მოექცა; მოეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი სპეციალური ზოლები.

სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 12 955 554 ლარი დაიხარჯა. სამუშაოებს კომპანია "ენ სი სი" აწარმოებს.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა