logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
  „ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“ - კამპანიის ფარგლებში ონლაინ საჯარო დებატებზე რეგისტრაცია დაიწყო
„ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“ - კამპანიის ფარგლებში ონლაინ საჯარო დებატებზე რეგისტრაცია დაიწყო
16:04 19.05.2020
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტთან ერთად (GIDE), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული "ევროკავშირ-საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა - II"-ისა და კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის მხარდაჭერით, კამპანიის "ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის" ფარგლებში სკოლის მოსწავლეებისთვის საჯარო დებატებს იწყებს. დებატებში მონაწილეობა შეუძლიათ დებატების კლუბის წევრ სკოლის მოსწავლეებს, მეცხრე კლასის ზემოთ, მთელი საქართველოს მასშტაბით.



ორთვიანი პროექტი მიზნად ისახავს, სკოლის მოსწავლეებმა მაქსიმალური ინფორმაცია მიიღონ იმის შესახებ, თუ რა სიკეთეები მოუტანა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებამ. რეგისტრაცია უკვე დაიწყო, და მსურველები ვებ-გვერდზე www.aa.ge უნდა დარეგისტრირდნენ.



„Covid-19-ის გავრცელებისა და ქვეყანაში არსებული საგანგებო ვითარების გამო, ევროპის დღეებს, წინა წლებთან შედარებით, წელს განსხვავებულად აღვნიშნავთ. გადავწყვიტეთ, კამპანია ციფრულ რეჟიმში ჩავატაროთ. გვინდა, ასოცირების შეთანხმების გაფორმების 6 წლის იუბილე მთელი საქართველოს მასშტაბით აღინიშნოს. ვფიქრობ, მნიშნველოვანია, ამ პროცესში ახალგაზრდებიც ჩაერთონ და ამიტომ გადავწყვიტეთ, სკოლის მოსწავლეებისთვის ონლაინ საჯარო დებატები ჩავატაროთ. ცხადია, დებატების მთავარი თემა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების გაფორმება იქნება", - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა.



პირველ ეტაპზე, დარეგისტრირებულ მონაწილეებს ონლაინ რეჟიმში მიეწოდებათ ინფორმაცია ასოცირების შეთანხმების შესახებ. ასევე, ონლაინ რეჟიმში ჩატარდება ტრენინგები დებატების ტექნიკაშიც.



"დებატკლუბების წევრებისთვის ასოცირების შეთანხმების თემაზე ონლაინ ლექციები ჩატარდება. მონაწილეებს ასევე მიმართავენ ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრები. მნიშვნელოვანია, რომ სკოლის მოსწავლეებს მაქსიმალური ინფორმაცია ჰქონდეთ ამ თემის შესახებ, რათა შეძლონ მასალების კარგად გადამუშავება და დებატების დროს გამოყენება. ასევე, ყველა სკოლაში, რომელიც მონაწილეობას მიიღებს კონკურსში, ჩატარდება სპეციალური შეხვედრები და ტრენინგები, რათა მონაწილეებმა დახვეწონ დებატების ტექნიკა და მოემზადონ საჯარო დებატებისათვის," - განმარტავს "დებატებისა და განათლების ინსტიტუტის" ხელმძღვანელი, თინათინ ცერცვაძე.



მოსამზადებელი ეტაპის შემდეგ პროექტის ფინალური ეტაპისათვის 30 მონაწილე შეირჩევა სწორედ, ეს 30 მოსწავლე გაივლის საბოლოო ტრენინგს და ჩაერთვება საჯარო დებატებში. მოსწავლეები 5 სხვადასხვა რეგიონიდან (კახეთი, იმერეთი, შიდა ქართლი, აჭარა, თბილისი) შეირჩევიან.



ივნისის თვეში დაიწყება საჯარო დებატების ციკლი ონლაინ რეჟიმში, რომელიც ბოლოს, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიის 6 წლის იუბილეზე დასრულდება. მონაწილეებს სერტიფიცირებული მსაჯები შეაფასებენ და გამარჯვებულსაც დაასახელებენ. ​

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა