logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: ჩვენი წარმატების ფასი იქნება ნული, თუ გაუაზრებელი, სწრაფი, შეზღუდვების ერთბაშად მოხსნით ქვეყანას, თითოეულ მოქალაქეს და ეკონომიკას რისკის ქვეშ დავაყენებთ
გიორგი გახარია: ჩვენი წარმატების ფასი იქნება ნული, თუ გაუაზრებელი, სწრაფი, შეზღუდვების ერთბაშად მოხსნით ქვეყანას, თითოეულ მოქალაქეს და ეკონომიკას რისკის ქვეშ დავაყენებთ
16:02 19.05.2020
ჩვენი წარმატების ფასი იქნება ნული იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი გაუაზრებელი სწრაფი, ყოვლისმომცველი შეზღუდვების ერთბაშად მოხსნით ქვეყანას, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს და ქვეყნის შემდგომ ეკონომიკური აღორძინების საქმეს დავაყენებთ რისკის ქვეშ. ამიტომ, ჩვენ ეს შეზღუდვები გვჭიდება, მაგრამ ამავე დროს ჩვენ არ გვჭირდება საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.



პრემიერის თქმით, ამიტომ, მთავრობამ მიმართა პარლამენტს, რათა ეს შეზღუდვები იყოს გონივრული, ეფექტური და კონკრეტულ მიზნებზე მიმართული. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ქვეყანაში უნდა გაგრძელდეს საკონსტიტუციო პროცესი და ქვეყანამ უნდა მიიღოს ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც არჩევნების კონტექსტში ყველას ჭირდება.



"ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დღეს ჩვენგან მოითხოვს გარკვეული შეზღუდვების შენარჩუნებას. არ დაგავიწყდეთ მეგობრებო, რომ ბევრ ევროპის ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ივლისამდე, სექტემბრამდე არის გაგრძელებული. ჩვენ სხვებთან შედარებით ჩOVID-19-ის რისკებს ვმართავთ ეფექტურად, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ეკონომიკის ამოქმედების გარკვეული ნაბიჯები გადავდგათ, რისთვისაც ჩვენ უკვე მზად ვართ და რაც უკვე განვაცხადეთ, მაგრამ არავინ იფიქროთ, რომ ჩვენ ან მსოფლიომ კოვიდი დაამარცხა - არა. არავინ იფიქროს, რომ ჩვენ ეკონომიკური კრიზისიდან უკვე გამოვედით ან უკვე რაღაც კონკრეტული ჰორიზონტები გვაქვს, რომ ეს კრიზისი დამარცხებულია. ეს შეცდომა არ უნდა დავუშვათ. ჩვენ ერთი რამე უნდა გვესმოდეს - ჩვენი წარმატების ფასი იქნება ნული იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი გაუაზრებელი სწრაფი, ყოვლისმომცველი შეზღუდვების ერთბაშად მოხსნით ქვეყანას, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს და ქვეყნის შემდგომ ეკონომიკური აღორძინების საქმეს დავაყენებთ რისკის ქვეშ. ამიტომ, ჩვენ ეს შეზღუდვები გვჭიდება, მაგრამ ამავე დროს ჩვენ არ გვჭირდება საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. ამიტომ, ჩვენ მივმართეთ პარლამენტს, რომ ეს შეზღუდვები იყოს გონივრული, ეფექტური და კონკრეტულ მიზნებზე მიმართული. გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ, რომ ქვეყანაში უნდა გაგრძელდეს საკონსტიტუციო პროცესი და ქვეყანამ უნდა მიიღოს ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ჩვენ ყველას გვჭირდება არჩევნების კონტექსტში. ამიტომ, ყველამ კარგად იცის, რომ დღეს მთავრობა ცდილობს და ეფექტურად პოულობს იმ ბალანსს, რომელიც არის ეპიდემიის რისკების მართვა, ეკონომიკური აღორძინება და ცოცხალი პოლიტიკური პროცესის შენარჩუნება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.







FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა