logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოში ფულბრაიტის პროგრამა ფართოვდება
საქართველოში ფულბრაიტის პროგრამა ფართოვდება
15:52 19.05.2020
ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში Fულბრიგჰტ-ის პროგრამა აფართოვებს "ინგლისური ენის სწავლების ასისტენტის" (ETA) პროგრამის საქმიანობას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს უნივერსიტეტებში ინგლისური ენის მაღალი ხარისხით სწავლების ხელშეწყობას. ინგლისური ენის სწავლების შესაძლებლობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტერნაციონალიზაციის პროცესში.



საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ვირტუალურად გამართულ ღონისძიებაზე ხელი მოაწერეს Fulbright-ის პროგრამის 2016 წლის თანამშრომლობის მემორანდუმის დამატებას.



მიხეილ ჩხენკელი: "პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობამ მომანიჭა უფლებამოსილება, დღეს ხელი მოვაწერო მნიშვნელოვან მემორანდუმს, რომელიც უფრო მეტად გააფართოებს აშშ-სა და საქართველოს შორის განათლების მიმართულებით თანამშრომლობის არეალს. Fulbright-ის სტიპენდია წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სტიპენდიას. ჩვენ მოხარული ვართ, რომ უკვე რამდენიმე წელია საქართველოს ათობით მოქალაქე სარგებლობს ამ უნიკალური შესაძლებლობით და მათ აქვთ საშუალება, სწავლა გააგრძელონ ამერიკის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. დღეს Fულბრიგჰტ-ის პროგრამა კიდევ უფრო ფართოვდება და მის ფარგლებში ამოქმედდება პროექტი "ინგლისური ენის სწავლების ასისტენტი" (ETA), რაც ხელს შეუწყობს რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტერნაციონალიზაციის პროცესს. ამ მემორანდუმის საფუძველზე საქართველოს ამერიკიდან Fulbright-ის სტიპენდიატები ეწვევიან, რომლებიც რეგიონულ უნივერსიტეტებს ინგლისური ენის სწავლებაში დაეხმარებიან.



ფასდაუდებელია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის – ამერიკის შეერთებული შტატების –როლი საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის განვითარების ხელშეწყობაში და პანდემიის პირობებში ეს მხარდაჭერა უაღრესად მნიშვნელოვანია. მადლობა ამ ყველაფრისთვის ამერიკელ ხალხს, ამერიკის მთავრობასა და მის აღმატებულებას ქალბატონ კელი დეგნანს".



ელჩი კელი დეგნანი: "ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ მეტი ახალგაზრდა ამერიკელის ჩამოყვანას შევძლებთ საქართველოს უნივერსიტეტებში ინგლისური ენის სწავლების ხელშესაწყობად. Fulbright-ის ინგლისური ენის სწავლების ასისტენტები არა მხოლოდ დაეხმარებიან ქართველ სტუდენტებს ინგლისური ენის შესწავლის გაძლიერებასა და განათლების მიღების პროცესში, არამედ შესაძლებლობას მისცემენ მათ, მეტი გაიგონ ამერიკული კულტურისა და ღირებულებების შესახებ."







აღსანიშნავია, რომ ETA-ს პროგრამას აქამდე აშშ-ის საელჩო საქართველოს უნივერსიტეტებთან პირდაპირი თანამშრომლობით ახორციელებდა. მემორანდუმის ფარგლებში, ამერიკის საელჩოსა და განათლების საერთაშორისო ცენტრს შორის თანამშრომლობა ითვალისწინებს ამერიკისა და საქართველოს მთავრობების ერთობლივ ძალისხმევას, თანაბრად დააფინანსონ წელიწადში ინგლისური ენის სწავლების 6 ამერიკელი ასისტენტი, რაც მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საერთო ჯამში 30 ასისტენტის ჩამოყვანას გულისხმობს.



Fulbright-ის თანამშრომლობა საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის არის იმ ფართო ძალისხმევის ნაწილი, რომლითაც საქართველო ცდილობს, გააფართოვოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობა ინტერნაციონალიზაციის, პროფესიული განვითარებისა და სასწავლო გეგმის შემუშავების კუთხით, რეგიონულ უნივერსიტეტებზე განსაკუთრებული ყურადღების დათმობის გზით.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა