logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კომუნიკაციების კომისია: ტელეკომპანია „ფორმულა“ ყალბ ინფორმაციას ავრცელებს და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს
კომუნიკაციების კომისია: ტელეკომპანია „ფორმულა“ ყალბ ინფორმაციას ავრცელებს და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს
16:15 18.05.2020
"ტელეკომპანია „ფორმულა“ ყალბ ინფორმაციას ავრცელებს და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს"- ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც გთავაზობთ:

"17 მაისს ტელეკომპანია „ფორმულამ“, კერძოდ, გადაცემა „დროებამ“ მაყურებელი შეცდომაში შეიყვანა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობის შესახებ ეთერში დეზინფორმაცია გაავრცელა. გადაცემის წამყვანისა და სიუჟეტის ავტორის თქმით, საქართველოს მოსახლეობის 30%-ს ინტერნეტთან წვდომა არ აქვს. ამავე სიუჟეტის ავტორი ამტკიცებდა, რომ სოფლებში - ილიაწმინდა, გუდალეთი და ბოდბისხევი - ინტერნეტი შეყვანილი არ არის. გადაცემაში აღნიშნული ორივე ინფორმაცია ყალბია, ვინაიდან საქართველოს მოსახლეობის 82%-ისთვის ინტერნეტი ხელმისაწვდომია, ხოლო მათ მიერ დასახელებულ სამივე სოფელში მინიმუმ ერთი ინტერნეტ პროვაიდერი ოპერირებს, რომელიც მოსახლეობას მომსახურებას უწევს.

ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე აბონენტების რაოდენობა დინამიურად მზარდია და ბოლო მონაცემებით - 82% შეადგენს, 2013 წელს ინტერნეტთან წვდომა მოსახლეობის მხოლოდ 42%-ს ჰქონდა, დღეს ეს რიცხვი ფაქტობრივად გაორმაგებულია. ასეთი მონაცემების ფონზე, გაუგებარია რას ემსახურება რეალური ფაქტების აღნიშვნის ნაცვლად, დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელება, მაშინ, როცა ეს ინფორმაცია საჯაროა კომუნიკაციების კომისიის ვებ-გვერდზე და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მისი ნახვა.

სახელმწიფოსთვის, კომუნიკაციების კომისიისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოს იმ ტერიტორიებზე, სადაც მოსახლეობის სიმცირის გამო, კერძო კომპანიები ბიზნეს მოდელიდან გამომდინარე არ ოპერირებენ, უზრუნველყოს ინფრასტრუქტურის განვითარება, რათა ყველა მოსახლეს ჰქონდეს ინტერნეტთან წვდომა და დაცული იყოს მათი კონსტიტუციური უფლება. დღეს ეს რიცხვი არა გადაცემაში დასახელებული 30%, არამედ 18%-ია.

რაც შეეხება ამავე გადაცემაში დასახელებულ სოფლებს, სადაც სიუჟეტის მიხედვით ინტერნეტი ხელმიუწვდომელია, სამივე სოფელში მინიმუმ ერთი ინტერნეტ პროვაიდერია, რომელიც მოსახლეობას მომსახურებას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაცია კომუნიკაციების კომისიის ანალიტიკურ პორტალზეა გამოქვეყნებული.

სოფელ ილიაწმინდაში ინტერნეტ მომსახურებას ორი კომპანია „ნეო ნეტი“ და „სქაიტელი“ ახორციელებს, სოფელ გუდალეთში კომპანია „სქაიტელი“, ხოლო ბოდბისხევში აბონენტებს მომსახურებას „მაგთიკომი“ და „სქაიტელი“ აწვდიან.

აღნიშნული მონაცემები ცხადყოფს, რომ გადაცემაში მტკიცებით ფორმაში გაჟღერებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. სამწუხაროა, რომ საკვირაო გადაცემა „დროება“ სიცრუის ტირაჟირებას ახდენს და ყალბი ინფორმაციის გავრცელებით საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს"-ნათქვამია განცხადებაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა