logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კლინიკა “კურაციოში” მომსახურების მიღება განახლდა
კლინიკა “კურაციოში” მომსახურების მიღება განახლდა
16:05 18.05.2020
“ჯიპიაი ჰოლდინგის" საბაზისო კლინიკა “კურაციომ” პაციენტების მიღება განაახლა. კლინიკა ყველა მსურველს, უსაფრთხოების წესების სრული დაცვით, საგანგებო რეჟიმში მოემსახურება და სრულ სამედიცინო მომსახურებას გაუწევს. “კურაციო" ითვალისწინებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს, ამიტომ, ვირუსული ინფექციების, განსაკუთრებით კი Covid-19-ის გავრცელების პრევენციისთვის, კლინიკაში პაციენტების ნაკადების უსაფრთხოდ მართვის სქემა კვლავ მოქმედებს.

ვიზიტორების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ნებისმიერი სამედიცინო მომსახურების მიღებას, პაციენტები მხოლოდ წინასწარ ჩაწერის შემდეგ შეძლებენ. წინასწარ უნდა დაჯავშნოთ ვიზიტი ლაბორატორიული კვლევების ჩასატარებლადაც. კლინიკაში აცხადებენ, რომ ცვლილებები მიუხედავად დისტანციური მომსახურების სერვისები კვლავ სრული დატვირთვის მუშაობს და პაციენტებს საშუალება აქვთ პირადი ექიმის, პედიატრის და სპეციალისტის სატელეფონო კონსულტაციით ისარგებლონ. “ჯიპიაი ჰოლდინგის” და “ირაოს” დაზღვეულებს ეს მომსახურება 100%-ით ეფარებათ.
მეი ჭანტურია, კლინიკა “კურაციოს” გენერალური დირექტორი : “ ერთ თვეზე მეტია პაციენტებს სამედიცინო მომსახურებას დისტანციურ რეჟიმში , შეუფერხებლად ვუწევთ, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების კუთხით მეტ-ნაკლებად სტაბილური სიტუაცია გვაქვს, მივიღეთ გადაწყვეტილება კლინიკაში მომსახურების მიღება საგანგებო რეჟიმში განვაახლოთ.

ზედმიწევნით ვიცავთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს. ჩვენთან მოსულ პაციენტები მომსახურებას უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით მიიღებენ. ჩვენთვის მთავარია ვიზრუნოთ ადამიანების ჯანმრთელობაზე და მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ ჩვენს პაციენტებს, ამიტომ, კვლავ სრული დატვირთვით იმუშავებს დისტანციური მომსახურების სერვისებიც და ვიზიტორებს საშუალება ექნებათ თავად გადაწყვიტონ რა ფორმით მიიღონ მომსახურება- დისტანციურად თუ კლინიკაში ვიზიტის მეშვეობით.”

საგანგებო რეჟიმის გათვალისწინებით, დროებით შეიცვალა სამუშაო საათები და “კურაციო” ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 - 15:00 საათამდე, შაბათს კი 14:00 საათამდე მოგემსახურებათ. კლინიკაში ვიზიტის ან ექიმთან სატელეფონო კონსულტაციის დაჯავშნა შესაძლებელია ვებ გვერდის www.mygpi.ge, აპლიკაციის MyGpih და კურაციოს ცხელი ხაზის 0322430101 მეშვებოთ.

სრულად დისტანციური მომსახურების რეჟიმზე “კურაციო” ქვეყანაში გამოცხადებული საყოველთაო კარანტინისა და COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით მარტის ბოლოს გადავიდა. 31 მარტიდან პაციენტები პედიატრის, პირადი ექიმის და ვიწრო სპეციალისტების კონსულტაციას დისტანციურად იღებდნენ.დისტანციური მომსახურება ვრცელდება როგორც თბილისის ფილიალზე, ასევე „კურაციოს“ ოჯახის ექიმების სამსახურებზე შემდეგ ქალაქებში: ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ფოთი, ზუგდიდი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა