logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“ მოსწავლეების მიღებას აცხადებს
სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“ მოსწავლეების მიღებას აცხადებს
13:29 18.05.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ ზაქარია ფალიაშვილის სახ. ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, 2020-2021 სასწავლო წლის მისაღები გამოცდებისთვის სააპლიკაციო დოკუმენტაციის მიღებას განახორციელებს ელექტრონულად.

2020-2021 სასწავლო წლისთვის მოსწავლეთა მიღება იწარმოებს შემდეგ განყოფილებებზე:
• საფორტეპიანო;
• სიმებიან-ხემიანი საკრავები (ვიოლინო, ალტი, ჩელო, კონტრაბასი);
• კლასიკური გიტარა;
• ჩასაბერი საკრავები (ხის და ლითონის);
• დასარტყამი ინსტრუმენტები;
• ჯაზის ხელოვნება (IX კლასიდან);
• კლასიკური ვოკალი (მოსწავლეები მიიღებიან 17-24 წლამდე);
• საგუნდო-სადირიჟორო (IX კლასიდან);

საკონკურსო განაცხადების მიღების წესი:

• განაცხადებები მიიღება 2020 წლის 20 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით მეილზე: nichiertaatwledi@yahoo.com;

• სააპლიკაციო დოკუმენტების წარდგენა მოცემული დედლაინის ფარგლებში მოხდება ორ ეტაპად:

1. შევსებული სააპლიკაციო ფორმა, მოსწავლის დაბადების ან პირადობის მოწმობის ფოტო ასლი და ფოტო-სურათი(¾-ზე) უნდა გამოაგზავნოთ მითითებულ მეილზე;

სააპლიკაციო ფორმის ლინკი: https://drive.google.com/file/d/1WoG1A8kV-nk-m6RCX13AdHoi6RnJzhfQ/view?fbclid=IwAR0xSg9XZ44yaLgAmq-Dc-PunowjKGiivDh3qP4fGwrWRpkjSqfb6SehZAQ ),

2. მისაღებ გამოცდაზე მოსწავლემ კომისიას უნდა წარუდგინოს ყველა იმ დოკუმენტის ასლი (ბეჭდური სახით), რომელიც უკვე გააგზავნა სკოლის ელექტრონულ მისამართზე.

მისაღები გამოცდების პირობები:
• სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედში“ მიიღებიან მხოლოდ განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეები, რომელთაც შესაბამისი დარგის სპეციალისტებით დაკომპლექტებული კომისია შეაფასებს.
• მისაღებ გამოცდაზე დაიშვებიან სასკოლო ასაკის მოსწავლეები 6-7 წლის ასაკიდან (I კლასში ჩამბარებელთა ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 8 წელს);
• I კლასში შემსვლელთათვის მისაღებ გამოცდაზე შემოწმდება მოსწავლის მუსიკალური სმენა, მეხსიერება (მოსწავლემ უნდა შეძლოს მარტივი ინტერვალებისა და აკორდების დაშლა და სიმღერა, უცნობი მელოდიის გამეორება), რიტმი (მოცემული რიტმის გამეორება ტაშით), ასევე მოსწავლემ აკომპანიმენტის გარეშე უნდა შეასრულოს ერთი რომელიმე ცნობილი სიმღერა;
• II-X კლასებში ჩაირიცხებიან ის მოსწავლეები, რომლებიც წარმატებით გაივლიან გამოცდას სპეციალობაში. შესრულებული უნდა იყოს შემდეგი ფორმის ნაწარმოებები: 1. პოლიფონია 2. სონატური ფორმა, ვარიაციები ან რონდო, 3. ეტიუდი 4. თავისუფალი ფორმის ნაწარმოები;
• კლასიკური ვოკალის განყოფილებაზე მიიღებიან 17-24 წლამდე აპლიკანტები, რომლებმაც მისაღებ გამოცდაზე უნდა წარადგინონ ერთი ვოკალიზი ან თავისუფალი ფორმის ნაწარმოები.

სკოლაში მისაღები გამოცდები გაიმართება ივნისის მეორე ნახევარში. დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/113456788990569/photos/a.113456842323897/113457368990511/?type=1&theater

უნიკალური ტრადიციებისა და ისტორიული წარსულის მქონე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“ თითქმის საუკუნეს ითვლის. ამ სკოლაში აღიზარდნენ მუსიკოსები, რომელთაც შექმნეს მე-20 საუკუნის ქართული სამუსიკო ხელოვნების ისტორია და საკუთარი წვლილი შეიტანეს მსოფლიო საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებაში. „ნიჭიერთა ათწლედში“ კომპოზიტორთა, მუსიკოს-შემსრულებელთა, მუსიკისმცოდნეთა მრავალითაობა აღიზარდა. სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“ თავისი გამორჩეული სწავლების მეთოდოლოგიითა და მიღწეული შედეგებით ქართული კულტურისა და სახელოვნებო განათლების ერთ-ერთი უნიკალური კერაა.

სამუსიკო სკოლა "ნიჭიერთა ათწლედში" სწავლა უფასოა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა