logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველო Microsoft-ის გლობალურ ინიციატივებში ჩაერთვება
საქართველო Microsoft-ის გლობალურ ინიციატივებში ჩაერთვება
10:16 15.05.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა კორპორაცია Microsoft-ის განათლების მიმართულების ვიცეპრეზიდენტ ენტონი სალსიტოსთან ვიდეოკონფერენცია გამართა და მასთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ენტონი სალსიტოს იმ მაღალი შეფასებისთვის, რომელიც მან დისტანციური სწავლების ხელშეწყობის მიზნით გატარებული ღონისძიებებისთვის სამინისტროს მისცა, აგრეთვე, განათლების სფეროში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი პროექტისთვის.

მიხეილ ჩხენკელი: „COVID-19-ის პანდემიის დროს შექმნილმა კრიზისმა დაგვანახა, რომ ურთიერთდახმარებასა და გამოცდილების გაზიარებას სერიოზული გამოწვევის დასაძლევად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შეიძლება თამამად ითქვას, რომ აპრობირებული და მარტივად გამოსაყენებელი პროგრამის – Microsoft Teams-ის საგანმანათლებლო სივრცეში დანერგვამ საქართველოს განათლების სისტემის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. გამოცდილება, რომელიც კრიზისის დროს მივიღეთ, პოსტპანდემიურ პერიოდშიც გამოგვადგება. მჯერა, როდესაც სწავლების ტრადიციულ მეთოდებს დავუბრუნდებით, ახლადშექმნილი ვირტუალური ინფრასტრუქტურა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის შემადგენელ მნიშვნელოვან ნაწილად დარჩება.“

შეხვედრაზე მხარეებმა Microsoft-ის გლობალურ ინიციატივებში საქართველოს ჩართვის შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი შეეხო როგორც განათლების, ასევე, კულტურისა და ელექტრონული სპორტის მიმართულებით ახალი პროგრამების დანერგვას ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში.

მიხეილ ჩხენკელმა Microsoft-ის განათლების მიმართულების ვიცეპრეზიდენტს სამინისტროს უახლოესი გეგმებიც გააცნო, კერძოდ, მინისტრი პროგრამა Microsoft TEAMS-ის ქართულ ენაზე თარგმნის საკითხს შეეხო და ამ საქმეში ენტონი სალსიტოს მხარდაჭერაც მიიღო.

მინისტრმა აღნიშნა, რომ უწყების გეგმაა სექტემბრიდან საქართველოს მასშტაბით შერჩეულ 150 სკოლაში საპილოტე რეჟიმში Microsoft-ის საგანმანათლებლო პროგრამის “Minecraft Education Edition” დანერგვა. ეტაპობრივად კი პროგრამა საქართველოს ყველა სკოლას მოიცავს. თამაშით სწავლა – 21-ე საუკუნის პედაგოგიური მიდგომა – სასწავლო პროცესს უფრო ეფექტურსა და საინტერესოს გახდის. “Minecraft Education Edition” პროგრამის მეშვეობით გაადვილდება საკლასო ოთახის მენეჯმენტი, ჯგუფური სამუშაოებისა და საშინაო დავალებების შესრულება კი მოსწავლეებისთვის უფრო მეტად სახალისო გახდება.

ვიდეოკონფერენციას Microsoft-ის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ: რეგიონული დირექტორი ანკე დე ოინენი, რეგიონის განათლების სექტორის მენეჯერი ალბენა სპასოვა, განათლების სექტორის დირექტორი ევროპის რეგიონში პეტრონელა გოელი და Microsoft Georgia-ს განათლების მიმართულების წარმომადგენელი დავით ჭიაბერაშვილი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა