logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბათუმის პორტში „კოლუმბია შიფ მენეჯმენტის“ კუთვნილ გემზე ქართველი მეზღვაურების როტაცია განხორციელდა
ბათუმის პორტში „კოლუმბია შიფ მენეჯმენტის“ კუთვნილ გემზე ქართველი მეზღვაურების როტაცია განხორციელდა
14:19 13.05.2020
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელშეწყობით ქართველი მეზღვაურების როტაციის პროცესი მიმდინარეობს. სააგენტოს ხელმძღვანელის თამარ იოსელიანის განცხადებით, საქართველო ერთ-ერთი პირველი საზღვაო ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც განახორციელა კორონავირუსის პანდემიის გამო მიღებული რეგულაციების ადაპტირება და კრიზისის საპასუხო ნაბიჯების გადადგმა მეზღვაურებისათვის არსებული მდგომარეობის შესამსუბუქებლად. „ამ ეტაპზე ქართველი მეზღვაურების, როგორც ძირითადი სამუშაო ძალის წარმომადგენლების, რეპატრიაციის პარალელურად, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საკრუინგო და გემთმფლობელ კომპანიებთან ერთად აქტიურად მუშაობს გემზე ეკიპაჟის ქართველი წევრების როტაციის მიმართულებით. წარმატებით ვთანამშრომლობთ კომპანია „კოლუმბია შიპ მენეჯმენტთან“. სააგენტოს დახმარებით დღეს კიდევ 6 მეზღვაურის შეცვლა განხორციელდა და კომპანიის კუთვნილ გემზე 6 ქართველი მეზღვაური ავიდა სამუშაოს გასაგრძელებლად“.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გადაწყვეტილებით გემი სრულად გათავისუფლდა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს საფასურების გადახდის ვალდებულებისგან.

სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, კომპანია „კოლუმბია შიფ მენეჯმენტი“ ქართველი მეზღვაურების მსხვილი დამსაქმებელია, რომელსაც საქართველოსთან თანამშრომლობის 20 წლიანი გამოცდილება აკავშირებს. მისი თქმით, „კოლუმბია შიფ მენეჯმენტ“-მა ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად მუშაობა მეზღვაურთა როტაციის მიმართულებით და შედეგად უკვე მეორედ მოხერხდა მეზღვაურების როტაციის ორგანიზება.

მსოფლიო ტვირთების 90% საზღვაო ტრანსპორტით გადაიზიდება და უზრუნველყოფს მსოფლიო ლოგისტიკური ჯაჭვის, ვაჭრობისა და ქვეყნებში სურსათის, მედიკამენტების და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტების მარაგების შექმნის პროცესს. სწორედ ამ მიზეზით მოუწოდა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ (IMO) თავის წევრ ქვეყნებს მეზღვაურის პროფესია აღიარონ „საკვანძო პროფესიად“ და უზრუნველყონ გემებზე ეკიპაჟის წევრების როტაციის პროცესის მხარდაჭერა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა