თბილისის მერი გიგი უგულავა დღეს 72 წლის პენსიონერ გურამ მიხელიძესთან ერთად, კარდიოლოგიურ კლინიკა „გულს“ ესტუმრა.
როგორც „ნიუსპრესს“ დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, გურამ მიხელიძეს გულის იშემიური დაავადება აწუხებს და კარდიოსტიმულატორის ინპლანტაცია ესაჭიროება.
მიხელიძეს კლინიკაში ყველა გამოკვლევა ჩაუტარდა და გადაწყდა, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ პაციენტი მომავალ კვირაში ოპერაციას გაიკეთებს.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პენსიონერმა კონსულტაცია პირველადი ჯანდაცვის ობიექტში ოჯახის ექიმთან გაიარა და სწორედ მას შემდეგ გადაწყდა ოპერაციის გაკეთება.
გურამ მიხელიძე ოპერაციას სახელმწიფო დაზღვევის ახალი პროგრამით გაიკეთებს.
სახელმწიფო დაზღვევის პროგრამა ქვეყნის მასშტაბით პირველი სექტემბრიდან ამოქმედდა.

















